logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელი: შევინარჩუნეთ კულტურის სფეროს საჯარო სექტორში ყველა სამუშაო ადგილი და კულტურის ორგანიზაციების სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის დამატებითი რესურსი მივმართეთ
მიხეილ ჩხენკელი: შევინარჩუნეთ კულტურის სფეროს საჯარო სექტორში ყველა სამუშაო ადგილი და კულტურის ორგანიზაციების სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის დამატებითი რესურსი მივმართეთ
15:21 27.12.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა„მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში, სამინისტროს მიერ კულტურის მიმართულებით 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შედეგები შეაჯამა და პანდემიის პერიოდში კულტურის სფეროს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მიხეილ ჩხენკელი: „ჩვენ შევინარჩუნეთ კულტურის სფეროს საჯარო სექტორში ყველა სამუშაო ადგილი და კულტურის ორგანიზაციების სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის დამატებითი რესურსი მივმართეთ. კერძოდ, სამინისტროს სისტემაში არსებულ თეატრებსა და მუზეუმებში შრომის ანაზღაურება გაიზარდა საშუალოდ 100 ლარით. სამინისტრომ ასევე შეინარჩუნა დარგობრივი კონკურსები და მოახდინა მათი ადაპტირება. ჩატარებულ 16 საგრანტო კონკურსში 161-მა კულტურულმა ორგანიზაციამ და 4500-მდე ხელოვანმა მიიღო მონაწილეობა“.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურულ და სარეაბილიტაციო პროექტებზე და აღნიშნა, რომ, პანდემიის მიუხედავად, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები კვლავ გაგრძელდა, კერძოდ: დასრულდა სამხატვრო აკადემიის, ანსამბლ „რუსთავის“ შენობის, მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმების მშენებლობა, სრულდება მუსიკისა და დრამის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

„ევროპის მასშტაბით საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მსოფლიო პანდემიის დროს ორი ახალი მუზეუმი გაიხსნა – ეროვნული მუზეუმის ვანის არქეოლოგიური და ბოლნისის რეგიონული მუზეუმები“, - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრმადაწვრილებით ისაუბრა იმ ღონისძიებებზე,რომლებიც პანდემიის გამო დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.კერძოდ, „კულტურა თქვენთვის“ კამპანიის ფარგლებში 1000-ზე მეტი ონლაინ კულტურული აქტივობა ჩატარდა; ლიტერატურის, თეატრის, მუსიკის, სახვითი ხელოვნების, კინოს, ფოლკლორის მიმართულებით 31სახელოვნებო ფესტივალი გაიმართა. საფესტივალო სპექტაკლები ღია ცის ქვეშ რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდა. ივლისის თვიდან სახელმწიფო და კერძო პროფესიულ თეატრებში 49 ახალ სპექტაკლზე განახლდა მუშაობა, რომლის საპრემიერო ჩვენებებიც შეზღუდვების მოხსნასთან ერთად იგეგმება.წარმატებით განხორციელდა სოციალური, სახელოვნებო, კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტები, მათ შორის: ინკლუზიური თეატრის სპექტაკლი „იდუმალი მთის მიღმა“, „კინოხელოვნება - სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული მოზარდებისთვის“ და სხვა.

აღსანიშნავია, რომ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად, არ გაჩერებულა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, მათ შორის,საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუს“ დაფინანსებითა და ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით გამოიცა ეროვნული კულტურის შესახებ სამეცნიერო ნაშრომი „საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“ – უნიკალური ინგლისურენოვანი გამოცემა. სამტომეულის გადაცემა დაწყებულია მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებისათვის. ასევე, საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გამოიცა 16 ალბომი, ჩატარდა გამოჩენილ ხელოვანთა 13 საიუბილეო ღონისძიება.

ანგარიშში მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველომ მოიპოვა უფლება, 2021 წლის შემოდგომაზე ქუთაისი უმასპინძლებს ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ფორუმს,რომელსაც ევროპის ქვეყნებიდან კულტურული ტურიზმის სექტორისა და საერთაშორისო ინსტიტუციების 200-ზე მეტი მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო მიმართულებით მიღწეულ წარმატებებზე დააღნიშნა, რომ ოსკარის უცხოური ფილმების ნომინაციაზე წარდგენილია რეჟისორ დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი“. აღნიშნული ფილმიკანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში დასახელდა, სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე კი 4 ჯილდოს მფლობელი გახდა. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელოვნების სასახლის პროექტმა „ქსოვილი საქართველოდან“ ევროპის საბჭოს 21-ე საუკუნის სტრატეგიის (ST21) საუკეთესო პრაქტიკის ნომინაცია და, ასევე, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო „2020 Travelers 'Choice Award” მოიპოვა“.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა