logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელმა პროფესიული განათლების მიმართულებით 2020 წელს განხორცილებული საქმიანობა შეაჯამა
მიხეილ ჩხენკელმა პროფესიული განათლების მიმართულებით 2020 წელს განხორცილებული საქმიანობა შეაჯამა
15:12 27.12.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა„მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში პროფესიული განათლების მიმართულებით 2020 წელს განხორციელებული საქმიანობა შეაჯამა.

ანგარიშის წარდგენისას მინისტრმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რაც ქვეყანაში შექმნილი პანდემიური ვითარებიდან გამომდიარე პროფესიული განათლების მიმართულებით შეიქმნა. მისი თქმით, პროფესიულ განათლებაში მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა დისტანციურ რეჟიმში პროგრამების განხორციელებისა და სტუდენტთა მიღებისთვის.

„პანდემიის დაწყებისთანავე გაანალიზდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და გამოიკვეთა ის კომპონენტები, რომელთა მიწოდება დისტანციურ რეჟიმში იყო შესაძლებელი.

დაინერგა ჰიბრიდული სწავლების მიდგომები.

არ შეჩერებულა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცედურები, ავტორიზაციის პროცესები წარიმართა ონლაინ რეჟიმში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საგანგებოდ შექმნილი მექანიზმის მეშვეობით. რის შედეგადაც პროფესიულმა სასწავლებლება შეძლეს 100-ზე მეტი პროგრამის ავტორიზაცია და სისტემაში გაჩნდა დამატებით 4400 ადგილი. პროფესიულ პროგრამებზე შეუფერხებლად ჩაირიცხა 9500 სტუდენტი,“– განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ ჩხენკელმა ასევე ყურადრება გაამახვილა იმ სიახლეებზე, რაც სისტემაში მიმდინარე წელს განხორციელდა: „პროფესიული სასწავლებლებისთვის დამტკიცდა ევროპული ხარისხის ინდიკატორებზე დაფუძნებული ავტორიზაციის ახალი სტანდარტები. ზრდასრული მოსახლეობის უნარების განახლებისა და კომპეტენციების განვითარების მიზნით, გაგრძელდა ზრდასრულთა მომზადება-გადამზადების პროგრამების შემუშავება და განხორციელება. პროფესიული განათლების მასწავლებელთა საათობრივი ანაზღაურება 30%-ით გაიზარდა. აზიის განვითარების ბანკთან (ADB) თანამშრომლობით შემუშავდა პროგრამა პროფესიული განათლების შემდგომი განვითარებისთვის, რომლის მხარდასაჭერად აზიის განვითარების ბანკმა 70 მილიონი დოლარი გამოყო.“

მიხეილ ჩხენკელის თქმით, თითქმის 15 წლიანი წყვეტის შემდეგ, სისტემამ პირველად მიიღო სტუდენტები, რომლებსაც პროფესიულ ცოდნასთან ერთად, სრულ ზოგად განათლებასაც შესთავაზებს: „წელს პირველად მივიღეთ სტუდენტები ინტეგრირებულ პროგრამებზე, რომლებიც ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომებს მიიღებენ და სურვილის შემთხვევაში, სწავლას უმაღლესი განათლების საფეხურზე გააგრძელებენ.“

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ, პანდემიის მიუხედავად, არ შეჩერებულა ინფრასტრუქტურული პროექტები პროფესიული განათლების მიმართულებით. საქართველოს მასშტაბით დასრულდა ექვსი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობა-რეაბილიტაცია და 10-მდე პროფესიულ კოლეჯში მიმდინარეობს სახელოსნოების მოწყობა-განვითარება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა