logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას ზოგადი განათლების მიმართულებით 2020 წელს განხორციელებული პროექტები გააცნო
მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას ზოგადი განათლების მიმართულებით 2020 წელს განხორციელებული პროექტები გააცნო
15:09 27.12.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში, სამინისტროს მიერ 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობასა და სკოლებში დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვაზე, რისთვისაც ამ პროცესში ჩართულ სახელმწიფო უწყებებსა და საერთაშორისოორგანიზაციებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

მიხეილ ჩხენკელი: „ჩვენ შევინარჩუნეთ განათლების უწყვეტობა, ხარისხი და ხელმისაწვდომობა და, პანდემიის მიუხედავად, შეუფერხებლად გავაგრძელეთ სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო კოლეგა უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ამ გამოწვევებით აღსავსე პერიოდში თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის.

ჩვენ სკოლებში წარმატებით დავნერგეთ დისტანციური სწავლება: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დისტანციური სწავლების სხვადასხვა პლატფორმა შევთავაზეთ და ავამოქმედეთ მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული მოდელი – განმავითარებელი შეფასება. ამასთან, განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით, პირველ არხთან თანამშრომლობით დავიწყეთ „ტელესკოლა“, რომელიც უნიკალური საგანმანათლებლო პროექტია.“

დისტანციური სწავლების პროცესის სრულყოფის კუთხით მიხეილ ჩხენკელმა სამინისტროს მიერ საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ზოგადი განათლების შესახებ კანონმა დისტანციური სწავლება განათლების ერთ-ერთ ფორმად აღიარა. მისი თქმით, სამინისტროს ინიციატივით, დამტკიცდა დისტანციური სწავლების წესი და პირველი სემესტრის სასწავლო ფორმატი ეპიდვითარების შესაბამისად, რეგიონების მიხედვით, განისაზღვრა. გარდა ამისა, მოსწავლეების მშობლებს დისტანციური სწავლების ფორმატის არჩევის შესაძლებლობა მიეცათ, ხოლო მასწავლებლებისთვის, რომელთაც მოუწიათ ორმაგი დატვირთვით მუშაობა, სამინისტრომ დამატებითი ანაზღაურება უზრუნველყო.

მინისტრმა გამოყო სკოლებში ჰიგიენურ-სანიტარული პირობების გაუმჯობესების საკითხი და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით სწავლის დაწყებამდე ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მონიტორინგი განხორციელდა, შეფასდა მათი მზაობა, რეაბილიტირდა 800-მდე საჯარო სკოლის სველი წერტილი და სკოლები აღიჭურვა საჭირო ჰიგიენური საშუალებებით.

მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებით აღნიშნა მასწავლებლების როლი პანდემიის დროს განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების დაძლევისა და განათლების უწყვეტობის შენარჩუნების პროცესში და კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა მათ თავდაუზოგავი შრომისთვის.

პრეზენტაციის ფარგლებში, განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით, მინისტრმა პენიტენციურ დაწესებულებაში ბენეფიციარებისთვის საგანმანათლებლო მომსახურების დისტანციური ფორმით მიწოდებაზე, დისტანციური სწავლების არაერთი მხარდამჭერი პროგრამის განვითარებასა („iსკოლა“ და „ვებსკოლა“) და მასწავლებლებისთვის ჩატარებულ ვებინარებზე ისაუბრა. მისი თქმით,ყველა ის პროექტი, რომელიც პანდემიის პერიოდში შეიქმნა, იქნება გრძელვადიანი და აუცილებლად დარჩება საგანმანათლებლო სისტემაში.

რაც შეეხება განათლების სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებას, მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს სკოლებში დაიწყო უაღრესად მნიშვნელოვანი საგანმანათლებლოპლატფორმის “MinecraftEducationEdition”-ის დანერგვა, რაც თამაშზე დაფუძნებულ სწავლებას გულისხმობს და სასწავლო პროცესს უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს გახდის. Minecraft-ის საპილოტე პროექტში საქართველოს მასშტაბით 100-მდე მასწავლებელი და 1500-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის პირობებში საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებს განათლების სფეროში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად მაღალი შეფასება მისცა კორპორაცია Microsoft-მა და გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ხოლო ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის (OECD) განათლების დირექტორატის ხელმძღვანელმა, COVID-19-ის კრიზისის პირობებში განათლების სისტემის ადაპტაციისა და დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვის თვალსაზრისით, საქართველო და ფინეთი ლიდერ ქვეყნებად დაასახელა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა