საზოგადოებრივ-სამეცნიერო ჟურნალის - „სამი საუნჯის“ სარედაქციო საბჭო ხელისუფლებას მიმართავს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება უზრუნველყოს და სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზი არ გახდეს.
აღნიშნულ მიმართვას საბჭოს წევრები დღეს მწიგნობართა ასოციაციაში ჟურნალ „სამი საინჯის“ მე-5 ნომრის პრეზენტაციაზე გამოაქვეყნებენ.
როგორც ჟურნალის სარედაქციო საბჭო იტყობინება ჟურნალის რუბრიკაში „განათლება“ გაანალიზებულია სასკოლო განათლების რეფორმის შედეგები, რუბრიკაში „ქართლის ცხოვრება“ ქვეყნდება სტატიები - „ხელისუფლების 10 უდიდესი დანაშაული“, „ცოტა რამ ახალციხის მეჩეთის შესახებ“, „სამშოლო საფრთხეშია“ და სხვ.

















