logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: განათლების სისტემის მისია უნდა იყოს კონკურენტუნარიანი თაობის გაზრდა
გიორგი გახარია: განათლების სისტემის მისია უნდა იყოს კონკურენტუნარიანი თაობის გაზრდა
18:19 24.12.2020
განათლების სისტემის მისია უნდა იყოს კონკურენტუნარიანი თაობის გაზრდა, რომლისთვისაც წარმატებული თვითრეალიზაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, იქნება მიღწევადი მიზანი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, კითხვა-პასუხის რეჟიმში განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

პრემიერმა ყურადღება განათლების ექსპორტზე გაამახვილა.

„განათლების სისტემის მისია უნდა იყოს კონკურენტუნარიანი თაობის გაზრდა, რომლისთვისაც წარმატებული თვითრეალიზაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, იქნება მიღწევადი მიზანი, რაშიც ჩვენ დღეს გარკვეული პრობლემები გვაქვს და როდესაც ვამბობთ, რომ ადამიანური კაპიტალის განვითარება არის უაღრესად დიდი გამოწვევაც და დიდი მიზანიც ვამბობთ იმიტომ, რომ რესურსულად საკმაოდ ღარიბი ქვეყანა ვართ და ჩვენი ყველაზე დიდი რესურსი არის ადამიანური კაპიტალი. ამ ადამიანურ კაპიტალში ჩვენ თუ სერიოზულ დროს, ფინანსურ და ყველანაირ რესურსს არ ჩავდებთ, საბოლოო ჯამში, გლობალურ კონკურენციაში წავაგებთ, იმიტომ რომ თითოეული ჩვენი მოქალაქე წააგებს. ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საგანმანათლებლო სისტემა და მთლიანად ეს რეფორმა მიმართული იყოს ჩვენი თაობებისკენ და აქ არ არის საუბარი მხოლოდ ახალგაზრდებზე, ვინაიდან ბევრ სფეროში ადამიანების გადამზადება და სწავლა დღეს თანამედროვე ეპოქაში, საერთოდ ასაკთან ნაკლებად არის დაკავშირებული და ადამიანები სწავლობენ მთელი ცხოვრების განმავლობაში, ამიტომ ეს ინფრასტრუქტურა ჩვენ აუცილებლად უნდა შევქმნათ და ამაზე უნდა იყოს პირველ რიგში გამიზნული ჩვენი განათლების რეფორმა. განათლების ექსპორტს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, იქ სადაც ამის რესურსი გვაქვს და ჩვენ კარგად გვესმის ყველას, რომ საკმაოდ სპეციფიურ დარგებში გვაქვს, პირველ რიგში ეს არის ჯანდაცვა და სამედიცინო განათლება. ეს გამოსაყენებელია. მიუხედავად იმისა, რომ ეს კერძო სექტორია ფაქტობრივად და მთავრობას და განათლების ექსპორტს ამ ნაწილში რეალურად დამოკიდებულება აქვთ როგორც ბიზნესს და მთავრობას, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ხალხს მივეხმაროთ. თუნდაც პანდემიის პირობებში ყველაფერი გავაკეთეთ, რომ სტუდენტების ჩამოყვანა არ ყოფილიყო რთული. დისტანციური განათლება იმ სფეროში, სადაც ჩვენ ექსპორტის კარგი მაჩვენებელი გვაქვს, საკმაოდ რთულია, სამედიცინო სფეროში ეს საკმაოდ რთულია. სხვა სფეროებში, სადაც დისტანციური განათლება უკეთესად მუშაობს, დამეთანხმებით იქ კონკურენცია აბსოლუტურად გლობალურია და ცოტა ჯერ კიდევ გვიჭირს. საერთოდ, განათლების ექსპორტი არის უაღრესად მნიშვნელოვანი და საინტერესო ეკონომიკის სფერო, სადაც ჩვენ შეგვიძლია როგორც ჩვენი ადგილობრივი ბიზნესი, ისე უცხოური ინვესტიციების ნაწილში მოვიზიდოთ და ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ. ვემუშავებით, როგორც ბიზნესს. სახელმწიფო, აქ როგორც ოპერატორი ვერ შევა, თუმცა საკანონმდებლო ჩარჩოები, რომ მათ ცოტა უკეთესად იგრძნონ თავი, ამას ვეხმარებით,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა