logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: საყოველთაო ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის პროგრამა გაგრძელდება
გიორგი გახარია: საყოველთაო ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის პროგრამა გაგრძელდება
13:24 24.12.2020
სამთავრობო პროგრამის მეორე ნაწილია სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის მართვა და შემთხვევითი არ არის, როდესაც ეს ორი მიმართულება გავაერთიანეთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

მისი თქმით, ეს სფერო მოიცავს ჯანდაცვას, სოციალურ დაცვას და განათლებას და გაერთიანებულია, რამდენადაც, სახელმწიფოს პირველი ვალდებულებაა, იზრუნოს სოციალურად დაუცველ, შეჭირვებულ მოქალაქეებზე, ხანდაზმულებზე და ყველაზე, ვისაც ეს მხარდაჭერა სჭირდება.

„ამიტომ, სახელმწიფოს პოლიტიკა, როგორც ჯანდაცვის, ასევე ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით, იქნება თანმიმდევრული და იმის შინაარსობრივი გაგრძელება, რაც დაწყებული იყო ბოლო 8 წლის განმავლობაში. თუმცა, პარალელურად, როდესაც ჩვენ განათლებასაც ვეხებით და ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ ყველა იმ ადამიანს, ვისაც შეუძლია, საკუთარი შრომით ღირსეულად არჩინოს ოჯახი და განვითარდეს, სახელმწიფომ უნდა შეუქმნას თანაბარი კონკურენტული პირობები და ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ვალდებულება. ეს ვალდებულება რა თქმა უნდა, იწყება განათლების უფლებით, ამიტომ განათლების რეფორმა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ადამიანური კაპიტალის მართვის თვალსაზრისით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვას, პრემიერის თქმით, ამ მიმართულებით მთავრობის ძირითადი ამოცანა იქნება იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც დაწყებულია და შედეგად მოიტანა საყოველთაო ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა.

„ეს პროგრამა გაგრძელდება და მისი საბოლოო მიზანი იქნება, ჩვენს მოქალაქეს, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველებს და შეჭირვებულებს, არ ჰქონდეთ საკუთარი ჯიბიდან დანახარჯების გაწევის აუცილებლობა, როდესაც საუბარია მედიკამენტებზე თუ ჯანმრთელობის მართვაზე. ამიტომ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დარჩება პრიორიტეტად და გაგრძელდება მისი რეფორმა იმ ნაწილში, სადაც ეს საჭიროა. ამ ნაწილში უაღრესად მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლი და ეს პირდაპირ გვაჩვენა კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლამ, სადაც პირველადი ჯანდაცვის რგოლი აღმოჩნდა უაღრესად მნიშვნელოვან, თუ არა ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად ამ გამოწვევასთან ბრძოლაში. სოციალური დახმარების ნაწილში შეფასების მეთოდოლოგიის და შემწეობის გაცემის ნაწილი იქნება პრიორიტეტული ამოცანა. ამაზე ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე დაიწყო მუშაობა. სამწუხაროდ, პანდემიამ ხელი შეგვიშალა ამ მუშაობის დასრულებაში, თუმცა 2021 წელს ეს მუშაობა სრულად დასრულდება და ჩვენი მოქალაქეები მიიღებენ უფრო სწორ მეთოდოლოგიას სოციალურად დაუცველთათვის მიზნობრიობის ხარისხის განსაზღვრისთვის, ისევე, როგორც იმ დახმარების მოცულობის თვალსაზრისით, რომელზეც ჩვენ უკვე ვმსჯელობთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა