logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ინფორმირებული მოქალაქე, ინფორმირებული არჩევანი: Mediacritic.ge-ს პლატფორმით ერთ წელიწადში ნახევარ მილიონზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა
ინფორმირებული მოქალაქე, ინფორმირებული არჩევანი: Mediacritic.ge-ს პლატფორმით ერთ წელიწადში ნახევარ მილიონზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა
12:40 24.12.2020
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის ინიციატივით შარშან შეიქმნა პლატფორმა Mediacritic.ge, რომელმაც საზოგადოებასა და მედიას შორის გზამკვლევის ფუნქციის შესრულება იტვირთა.

მედიაკრიტიკის მიმართულების განვითარების მიზნით გადადგმული ეს უპრეცედენტო ნაბიჯი ბოლო ერთი წელია, ემსახურება საზოგადოებაში კრიტიკული აზროვნების დონის ამაღლებას, მოქალაქეების სწორად ინფორმირებასა და, შესაბამისად, ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას. ამის გამოძახილია პლატფორმის ვიზიტორთა რაოდენობა, რომელმაც ამ მოკლე პერიოდში უკვე ნახევარ მილიონს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ მედიის სფეროს გაძლიერებასთან ერთად პლატფორმაზე განთავსებული მასალები ხელს უწყობს მაღალკვალიფიციურ მედიაკრიტიკოსთა წრის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელი გრავიტაციული ველის შექმნასაც.

2020 წელს მსოფლიოსა და საქართველოში არსებული გამოწვევების მიუხედავად, მედიაკრიტიკის პლატფორმამ ერთწლიანი მუშაობის განმავლობაში შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია. საზოგადოებისთვის მედიაპროდუქტებზე პროფესიული ანალიზის მიწოდება მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას, რომელთა სტატისტიკაც ასეთია: 58 რეცენზია [მედიაკრიტიკის ანალიტიკური მიმართულება], 63 ბლოგი [რუბრიკა საავტორო პროდუქტებისთვის] და 178 რეპლიკა [ყოველდღიურ ახალ ამბებზე ორიენტირებული ჟანრი]. ამასთან, 2019 წლის 23 დეკემბრიდან დღემდე Mediacritic.ge-ზე უნიკალურ ვიზიტორთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა, ხოლო მედიაკრიტიკის ფეისბუკის გვერდზე განთავსებულ მასალებს 1,071,155 მომხმარებელი გაეცნო.

ეს შედეგები მიუთითებს პლატფორმის აქტუალურობაზე და ნათლად გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია კონსტრუქციული მედიაკრიტიკის მიმართულება ჩვენი მოქალაქეებისთვის. დღეს, fake news-ების ეპოქაში, ინფორმაციის უკონტროლო ნაკადებთან ეფექტიანად გამკლავებას შეძლებს მხოლოდ მედიაწიგნიერი მოქალაქე, რომელიც ყოველთვის ინფორმირებულ არჩევანს აკეთებს. და, რაკი მედიაწიგნიერების დონის ამაღლება წარმოუდგენელია ჯანსაღი მედიაკრიტიკის გარეშე, კომისიამ აუცილებლად მიიჩნია, შეექმნა პლატფორმა, სადაც საზოგადოებას მიუკერძოებელი და მაღალ სტანდარტებზე დაფუძნებული მედიაკრიტიკის გაცნობის შესაძლებლობა მიეცემოდა.

მოგეხსენებათ, მედიის ექსპერტებისა და პროფესიონალი ჟურნალისტების ჩართულობით შემუშავდა მედიაკრიტიკის სარედაქციო კოდექსი, რომელსაც აკისრია მედიააკადემიაში მიმდინარე აკადემიური პროცესების ხელშეწყობისა და, ზოგადად, მედიაკრიტიკის სფეროს განვითარების ფუნქცია. შექმნის დღიდან მედიაკრიტიკის პლატფორმა სწორედ ამ კოდექსში წარმოდგენილი პრინციპებითა და მაღალი ჟურნალისტური სტანდარტებით ხელმძღვანელობს.

გახსოვდეთ: თანამედროვე გამოწვევებთან ბრძოლის მთავარი იარაღი მედიაწიგნიერებაა, გააზრებულ არჩევანს კი სწორედ ინფორმირებული მოქალაქე აკეთებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა