logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კალაძე: თუ ადამიანს თავშესაფარი არ აქვს, ეს სახელმწიფო ქონების მიტაცების ფაქტს ვერ გაამართლებს
კახა კალაძე: თუ ადამიანს თავშესაფარი არ აქვს, ეს სახელმწიფო ქონების მიტაცების ფაქტს ვერ გაამართლებს
14:45 23.12.2020
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დაუშვებელია, სახელმწიფო მიწების უკანონოდ მიტაცება და შენობა-ნაგებობების განთავსება ადამიანების გაჭირვებით გამართლდეს.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 2021 წლის ბიუჯეტის მესამედი სწორედ იმ მოქალაქეების დასახმარებლადაა მიმართული,ვისაც ყველაზე მეტად უჭირს.

„18 დეკემბერს, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელმა, ლევან ჯღარკავამ დედაქალაქის მერიაში ჩაატარა ბრიფინგი და ისაუბრა, რომ აღმოჩენილია კიდევ ერთი ლოკაცია სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც სახელმწიფო მიწებზე უკანონო შენობა-ნაგეობების განთავსება მიმდინარეობდა. ჩვენი, თბილისის მთავრობის კანონიერი ვალდებულებაა, რომ სახელმწიფო ქონება მიტაცებისგან და შემდეგ,მასზე უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსებისგანდავიცვათ. დაუშვებელია, ასეთი სამართალდარღვევა ადამიანების გაჭირვებითგავამართლოთ. ბოლო დღეების განმავლობაში ამას ვისმენდით, რაც ძალიან ცუდია. კარგად მესმის არსებული სოციალური მდგომარეობა, მესმის იმ ოჯახების, ადამიანების, ვისაც მართლა უჭირს და სერიოზული პრობლემები გააჩნია, თუმცა დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის მესამედი სწორედასეთი ადამიანების დასახმარებლადაა გათვალისწინებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, უკანონოდ მიტაცემული მიწების მოკვლევის შედეგებიც წარმოადგინა და აღნიშნა, რომ ბევრ მათგანს სხვადასხვა ქალაქში, რაიონსა თუ სოფელში, არაერთი საცხოვრებელი სახლი გააჩნია.

„ჩვენს მიერ დაფიქსირდა რამდენიმე მოქალაქე, რომელიც თვალჭრელიძის ქუჩაზე იტაცებდა სახელმწიფო მიწებს და უკანონოდ ათავსებდა შენობა-ნაგებობებს:

მოქალაქე ლ.ფ. არის დევნილის სტატუსის მქონე. 2016 წელს მას ოჯახთან ერთად, „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფომ შეუსყიდა სახლი ქალაქ ჯვარში. ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2011 წლის აპრილში დაკმაყოფილდა მისი განცხადება, თბილისში ვლადიმერ დავითაშვილის ქუჩაზე, სარგებლობაში არსებულ 696 კვ.მ მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. ამის შემდეგ ლ.ფ-მ მიწის ნაკვეთი მიჰყიდა ლ.ჭ-ს, რომელიც, სავარაუდოდ, მისი მეუღლის დისშვილია;

მოქალაქე ე.ფ-ს 2012 წლიდან დაკანონებული აქვს საცხოვრებელი ფართი ფონიჭალაში. ასევე, ფლობს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს წალენჯიხის რაიონის სოფელ ჩქვალერში. მისი მეუღლე ფლობს 568 კვ. მეტრი მოცულობის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს თბილისში, იგოეთის ქუჩაზე;

მოქალაქე ე.პ-მ საკუთრებაში არსებული ბინა ვარკეთილის მესამე მასივში გადასცა მამას. იგი სახელმწიფოსგან 2019 წელს „სოფლად სახლის“ პროგრამით, დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით სამგორში, ვარკეთილის დასახლებაში, შუამთის ქუჩაზე. ასევე, მის მეუღლეს რეგისტრირებული აქვს სამგორის რაიონში, შუამთის ქუჩაზე საცხოვრებელი ბინა;

მოქალაქე გ.გ. ასევე, სარგებლობს დევნილის სტატუსით, მას 2009 წელს სახელმწიფოსგან დაუკანონდა 60 კვ.მ. საცხოვრებელი ფართითბილისში, შუამთის ქუჩაზე;

მოქალაქე ტ.წ. პირადად არ ფლობს საკუთრებას, თუმცა მისი მეუღლის სახელზე დარეგისტირირებულია ბინა ჭიათურაში, 1 148კვ.მ მიწის ნაკვეთი ჭიათურის სოფელ მღვიმევში, 852კვ.მ და 684 კვ.მ მიწის ნაკვეთები ამავე სოფელში;

მოქალაქე ზ.ტ. რეგისტრირებულია თბილისში, სოფელ შინდისში. მას უფიქსირდება გასულ წელს შინდისში 600 კვ. მეტრი მიწის გაყიდვა. ასევე, მამას აქვს დაფიქსირებული მიმართვა საჯარო რეესტრში, წავკისში 3000 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნით.

დევნილის სტატუსის მატარებელი პირების გარდა, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ აღმოჩენილ უკანონო მშენებლობებთან კავშირი დაუდასტურდათ სხვა მოქალაქეებს. უნდა აღვნიშნო სამწუხარო ფაქტიც, რომ ერთ-ერთი არის მერიის თანამშრომელი. კიდევ ერთელ ვიმეორებ, ჩვენ არავისთან მიმართებაში უკან დახევას არ ვაპირებთ და ყველა უკანონობას შესაბამისი რეაგირებამოჰყვება.

რადგანაც კონკრეტული მედიასაშუალებები ინფორმაციას არასწორად აშუქებენ და აქვთ მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ერთ რამეს - რა თქმა უნდა, არიან ოჯახები, ვისაც მართლა უჭირს, სოციალურად დაუცველები არიან. დედაქალაქის მუნიციპალიტეტი, გამგეობები გამოთქვამენ სრულ მზადყოფნას, რომ მათი ქირით უზრუნველყოფა მოვახდინოთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა