დედაქალაქის ნაწილს ხვალ ელექტროენერგია შეეზღუდება. როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ქსელის რეაბილიტაციის მიზნით, შუქი
10-დან 18:00 საათამდე კრწანისის რაიონის ნაწილს გაეთიშება.
შეზღუდვა გორგასლის, 300 არაგველის, გრიშაშვილის, ცურტაველის და თელეთის ქუჩების ნაწილს შეეხება.
13-დან 15:00 საათამდე ენერგომომარაგება ვაჟა-ფშაველას I და II კვარტლის I შესახვევის, დელისის I, II და III ჩიხის, ნუცუბიძის ნაწილს, ნადარეიშვილის და მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება.
გათიშულ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება.

















