logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: დღევანდელი გადაწყვეტილებისას სამართლიანობის პრინციპი მაქსიმალურად იქნა დაცული
ნათია თურნავა: დღევანდელი გადაწყვეტილებისას სამართლიანობის პრინციპი მაქსიმალურად იქნა დაცული
16:43 22.12.2020
„მსურს განვმარტო, რომ ჩვენი გადაწყვეტილება მაქსიმალურად, სოციალურად დაბალანსებულია, რადგან ბაზრობების გარდა, სულ მცირე 20 ათასი რეგისტრირებული იურიდიული პირი და ინდმეწარმეა მთელი საქართველოს მასშტაბით, ვინც არასასურსათო ვაჭრობაშია ჩართული და არასასურსათო მაღაზიების მფლობელია, შესაბამისად, ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის, ყველა კატეგორიის დასაქმებულისთვის მივიღეთ გადაწყვეტილება და და მაქსიმალური სამართლიანობის პრინციპი იქნა დაცული, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ეპიდემიოლოგებთან ერთად მსჯელობისას, გამოიკვეთა ვაჭრობის ის სეგმენტები, სადაც სამწუხაროდ, მიუხედავად ყველა აკრძალვისა, ბაზრობების სტრუქტურიდან გამომდინარე, უფრო რთული იქნება ამ შეზღუდვების დაცვა.

ნათია თურნავას განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ ბაზრობები დიდი სივრცეებია და ბევრი იურიდიული პირია წარმოდგენილი, თავად ბაზრობის ადმინისტრაციასაც კი, გაუჭირდება სხვადასხვა მეწარმის და ცალკეული ობიექტის ერთიანად მართვა და ამ პასუხისმგებლობის აღება, განსხვავებით სხვა ორგანიზებული ტიპის სავაჭრო ობიექტისა.

„აქედან გამომდინარე, მოხდა ამ გადაწვეტილების მიღება და მე ძალიან კარგად მესმის, რომ ეს, რა თქმა უნდა, მძიმეა, მათ შორის ბაზრობებისთვის, მაგრამ შეგახსენებთ, რომ შეზღუდვების დაწესებისა და ლიბერალიზაციის გეგმის პარალელურად, მეოთხე ტალღა დახმარების სოციალური პაკეტის დავაანონსეთ და უკვე მიდის იმპლემენტაცია, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, ვინც დროებით დაკარგავს სამუშაოს ლეგალურ სექტორში, გათვალისწინებულია 1200 ლარიანი დახმარება, ხოლო თვითდასაქმებულებს რაც შეეხება, მათ შორის ბაზრობების დიდი კონტინგენტია, ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება. რამდენადაც ვიცით, უკვე 90 ათასმა ადამიანმა მიმართა კიდეც ამ დახმარებას, ეს არ არის ბევრი, მაგრამ ეს არის ის მინიმუმი, რაც ყველას ერთად მოგვცემს საშუალებას, რომ დავიცვათ ადამიანების ჯანმრთელობა, ავირიდოთ თავიდან დიდი მობილობა ადამიანების, რაც ყოველთვის ხდება ბაზრობაზე, სადაც ამის კონტროლი რთულია და ამ ადამიანებს, ვინც იქ დასაქმებულია, გადავატანინოთ ეს რამდენიმეკვირიანი პერიოდი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა