logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: მთავრობის მიერ შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება დაბალანსებული და გეგმაზომიერია
ნათია თურნავა: მთავრობის მიერ შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება დაბალანსებული და გეგმაზომიერია
16:31 22.12.2020
„მთავრობის მიერ შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება დაბალანსებულია“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს დაბალანსებული გადაწყვეტილებების მიღებისთვის, თუმცა ამავდროულად უნდა ითქვას, რომ პირველი და უმთავრესი არის ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

„მაგრამ არის ისეთი ფაქტორებიც, როგორიცაა ეკონომიკა, დასაქმება და იცით, რომ სავაჭრო სეგმენტი ძალიან დიდი დამსაქმებელია, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს და აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ ასეთი დაბალანსებული გადაწყვეტილება. რაც მთავარია, ეს არის გეგმაზომიერი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე განმარტებით, სავაჭრო ცენტრების გახსნა და საახალწლო დღეებში მუშაობა იქნება დიდი პასუხისმგებლობის აქტი და პირველ რიგში, ეს პასუხისმგებლობა ხელისუფლებისაა.

„ამავდროულად, თვითონ სავაჭრო სექტორიც მზადაა იტვირთოს ეს პასუხისმგებლობა. დარღვევების შემთხვევაში ძალიან მკაცრი ზომები იქნება გამოყენებული. ეს გადაწყვეტილება არ არის უპირობო და შეუქცევადი და როგორც კი პირველი ნიშნები გამოჩნდება, რომ რომელიმე სავაჭრო ობიექტი არღვევს არსებითად იმ შეზღუდვებს, რაზეც იყო საუბარი, სრული უფლება გვაქვს, რომ გამოვიყენოთ ჯარიმები, ასევე შეჩერების უფლება“, - დასძინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა