საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მინისტრობის
კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პედაგოგებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა, რომ პედაგოგთა შრომა ყოველმხრივ იქნება დაფასებული. მისი თქმით, ხელფასები მოემატებათ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.
„ზოგადად სკოლაში ხარისხის თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა არის მასწავლებელი. განათლების ხარისხი დამოკიდებულია პედაგოგის კვალიფიკაციაზე. ჩვენი მიზანია მოვიზიდოთ კვალიფიციური სპეციალისტები და თვალის ჩინივით გავუფრთხილდეთ იმ გამორჩეულ მასწავლებლებს, რომლებიც ჩვენ გვყავს სისტემაში. შესაბამისად, მათი შრომა უნდა იყოს დაფასებული ყოველ მხრივ, მათ შორის, ხელფასების ნაწილში. საზოგადოებაში მასწავლებლის, პროფესორის პრესტიჟის ამაღლება ეს არის უმთავრესი პრიორიტეტი. რაც შეეხება ხელფასების ზრდას, ეს მიმდინარეობს და გაგრძელდება მომდევნო წლებშიც, როგორც მასწავლებლების, ასევე სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის,“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

















