logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელი: გაიზრდება საგრანტო კონკურსების დაფინანსება როგორც საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური, ასევე ჰუმანიტარული და ქართველოლოგიური მიმართულებით
მიხეილ ჩხენკელი: გაიზრდება საგრანტო კონკურსების დაფინანსება როგორც საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური, ასევე ჰუმანიტარული და ქართველოლოგიური მიმართულებით
13:21 22.12.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც პანდემიის მიუხედავად,მეცნიერებაში განხორცილდა და ინტერნაციონალიზაციის კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, საქართველოს სამეცნიერო სივრცე წელს პირველად შეუერთდა ევროპელ მკვლევართა ღამეს პროექტით „მეცნიერება კაპიტანი“. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა ევროპის 30 ქვეყნის ასამდე ქალაქმა მიიღო. ძირითადი ღონისძიებები საქართველოს 6 საუნივერსიტეტო ქალაქში ონლაინ ფორმატში გაიმართა. ქვეყნის 8 უნივერსიტეტში კეთილმოეწყო ევროპული სივრცეები, რომლებმაც 2021 წლიდან უნდა შეასრულონ HorizonEurope-ის საგრანტო ოფისების მისია.

მინისტრობის კანდიდატმა გამოყო ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ,,Horizon-2020“-ის ფარგლებში შემუშავებული 1.5 მლნ ევროს ბიუჯეტის მქონე პროექტი „მკვლევართა მობილობის პროგრამა“, რომელიც ითვალისწინებს 60 ქართველი მკვლევრის მობილობის დაფინანსებას.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს მზადება ევროკავშირის ახალი პროგრამისთვის “HorizonEurope”, რაც საქართველოს გაუხსნის გზას ევროპულ სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისკენ, მათ შორის, ევროპული ასოციაციის „COST”-ის სრული წევრობისკენ.გარდა ამისა, ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრით მნიშვნელოვანია, რომ გაფართოვდება თანამშრომლობაCERN-თან ნაწილაკების ფიზიკის საერთაშორისო საინფორმაციო ჯგუფთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

მიხეილ ჩხენკელმა მეცნიერების შემდგომი განვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაიზრდება საგრანტო კონკურსების დაფინანსებს როგორც საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური, ასევე ჰუმანიტარული და ქართველოლოგიური მიმართულებით ფუნდამენტური კვლევებისთვის და 2021 წელს საგრანტო კონკურსი განახლებული კონცეფციითა და მასშტაბით გამოცხადდება. სამინსიტრო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი და უცხოელი აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის ქართულ სამეცნიერო სივრცესთან თანამშრომლობის გაღრმავებას. ამასთან, გაძლიერდება გამოყენებითი სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაციის კომპონენტი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა