logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
წიგნი „ჯიღაურას კოლექციაში დაცული ვაზის ჯიშების ამპელოგრაფიული კატალოგი“ გამოიცა
წიგნი „ჯიღაურას კოლექციაში დაცული ვაზის ჯიშების ამპელოგრაფიული კატალოგი“ გამოიცა
13:07 22.12.2020
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლების ავტორობით, წიგნის „ჯიღაურას კოლექციაში დაცული ვაზის ჯიშების ამპელოგრაფიული კატალოგი“ I ნაწილი გამოიცა. წიგნში აღწერილია საქართველოს მევენახეობის ყველა რეგიონიდან შერჩეული ზოგიერთი წამყვანი და პერსპექტიული ქართული საღვინე ასევე სასუფრე ვაზის ჯიშების ამპელოგრაფიული, ენოლოგიური და ენოქიმიური მახასიათებლები.

ვაზის ჯიშების შესწავლა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, აკადემიკოს სოლომონ ჩოლოყაშვილის სახელობის ჯიღაურას ეროვნულ კოლექციაში განხორციელდა, რომელიც ამპელოგრაფიული, სელექციური, აგროტექნოლოგიური და ენოლოგიური კვლევებისათვის საუკეთესო ადგილს წარმოადგენს.

წიგნში წარმოდგენილი ვაზის ჯიშების ამპელომეტრიული, კარპოლოგიური და სამეურნეო - ტექნოლოგიური მაჩვენებლების აღწერისათვის ავტორებმა, დოქტორმა, ლონდა მამასახლისაშვილმა და პროფესორმა, ლევან უჯმაჯურიძემ, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის OIV (2007) ჰარმონიზებული დესკრიპტორები გამოიყენეს, რომლებიც Vitis-ის გვარის გენოტიპებისათვის მსოფლიოში აღიარებულ, თანამედროვე უნივერსალურ მეთოდებს წარმოადგენს. ნაშრომში, ვიზუალურ მასალასთან ერთად, ასახულია ისტორიული ინფორმაცია ჯიშების შესახებ, ადგილმდებარეობა კოლექციაში, მათი გავრცელების არეალი, ზოგადი მონაცემები და სხვ.

ჯიღაურას ეროვნულ კოლექციაში გრძელდება მოძიებული, აღდგენილი და დღემდე შეუსწავლელი ვაზის ჯიშების აღნიშნული მახასიათებლებით აღწერა. სამეცნიერო ნაშრომის სახით მათი შემდგომი გამოცემა, მომავალში, ეტაპობრივად იგეგმება.

წიგნი განკუთვნილია ფართო სპექტრის სამეცნიერო-სასწავლო, აკადემიური პერსონალის, კოლექციათა მენეჯერების, მევენახეების, დარგით დაინტერესებული პირებისთვის. ნაშრომი ამასთანავე მნიშვნელოვანი წვლილია ქართული ვაზის გენოფონდის დაცვა - პოპულარიზაციის კუთხით, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა