logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელი: დიდ მადლობას ვუხდი მასწავლებლებსა და პროფესორებს, ისინი ჩვენს სახელოვან ექიმებთან ერთად, ფრონტის წინა ხაზზე დგანან და თანამედროვეობის გმირებს წარმოადგენენ
მიხეილ ჩხენკელი: დიდ მადლობას ვუხდი მასწავლებლებსა და პროფესორებს, ისინი ჩვენს სახელოვან ექიმებთან ერთად, ფრონტის წინა ხაზზე დგანან და თანამედროვეობის გმირებს წარმოადგენენ
12:58 22.12.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საზოგადოებას ზოგადი განათლების მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები და მასწავლებლების მხარდამჭერი პროგრამები გააცნო.
მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა სკოლებში დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვის პროცესში პედაგოგების ჩართულობის მნიშვნელობას და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მათ პანდემიის პირობებში გაწეული ნაყოფიერი შრომისთვის.

მიხელ ჩხენკელი:„მასწავლებლების ღვაწლი განსაკუთრებით აღსანიშნავია პანდემიის დროს, განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების დაძლევისა და განათლების უწყვეტობისა და ხარისხის შენარჩუნების პროცესში.

აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მასწავლებლებს და პროფესორებს მათი საქმიანობისთვის, ჩვენს სახელოვან ექიმებთან ერთად, ისინი ფრონტის წინა ხაზზე დგანან და თანამედროვეობის გმირებს წარმოადგენენ.

მასწავლებელთა მხარდაჭერის მიზნით, სამინისტრომ უზრუნველყო პედაგოგებისთვის ელექტრონული სასწავლო რესურსების შექმნა და მათი გადამზადება დისტანციური სწავლებისათვის. ასევე ზოგადი და პროფესიული მასწავლებლებისთვის ჩატარდა 130 ვებინარი, რომელშიც 20 ათასზე მეტმა მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო ტრენინგი „დისტანციური სწავლება Microsoft-ის სერვისების გამოყენებით“16 000-მდე მასწავლებელმა გაიარა.

2021 წლიდან ბიუჯეტით გათვალისწინებულია მასწავლებლის ხელფასის ზრდა. ამასთან, განისაზღვრა სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების გზა და მათი სახელფასო პოლიტიკა.“

აღსანიშნავია, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ზოგადი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზრდება, მათ შორის, გაიზრდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ სამინისტროს პოლიტიკაა, ზოგადი განათლების სისტემა გახდეს დეცენტრალიზებული, სკოლებს ჰქონდეთ მეტი ავტონომია. იცვლება სწავლისა და სწავლების მეთოდოლოგია, რომელიც მოსწავლეებში კრიტიკული, კომპლექსური აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს, რაც ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესს მოჰყვება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლები სრულად აღიჭურვოს თანამედროვე ტექნოლოგიებით, რათა ჩვენმა ახალგაზრდებმა XXI საუკუნის შესაბამისი განათლება მიიღონ. ასევე,2021 წელს დაგეგმილია საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზია დაქართული ენის დისტანციური სწავლების კურსის დანერგვა დიასპორის წარმომადგენლებისათვის.

მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება გაამახვილა ინკლუზიური განათლების განვითარებაზე და ამ მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებზე. მათ შორის, „სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის“ დამტკიცებასა და სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების გამოვლენის პროცესის მიმდინარეობაზე. მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ასეთი ბავშვებისთვის შეიქმნა განსხვავებული კურიკულუმი, რომლის პილოტირება 2021 წელს დაიწყება.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა სკოლებში თამაშზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პლატფორმის – “Minecraft Education Edition”-ის დანერგვაზე, რომლის საპილოტე პროექტში საქართველოს მასშტაბით 100-მდე მასწავლებელი და V-X კლასების 1500-ზე მეტი მოსწავლეა ჩართული.

მიხეილ ჩხენკელმა სკოლის სახელმძღვანელოების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, უკვე დასრულდა გრიფირების პროცესი VIII კლასის სახელმძღვანელოებისთვის, IX კლასის სახელმძღვანელოების გრიფირებაკი ამ ეტაპზე მიმდინარეობს. გარდა ამისა, სამინისტროს მიერ მუშავდება „ციფრული ტრანსფორმაციის პოლიტიკის“ დოკუმენტი და2021 წელს იგეგმება თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი ელექტრონული რესურსების შემუშავება/დანერგვა.

მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ სკოლის ეფექტიანი მართვის განვითარების მიზნით, სამინისტრომ დირექტორის ახალი სტანდარტი შეიმუშავა და ამასთანავე, მიმდინარეობს მუშაობა საკანონმდებლორეგულაციებით სკოლების მართვის დიფერენცირებული მიდგომების დანერგვაზე.

რაც შეეხება სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, წელს მანდატურის სამსახური დამატებით 19 საჯარო სკოლაში შევიდა. ძალადობისგან თავისუფალი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფსროგორც დისტანციურ, ასევე, არადისტანციურ რეჟიმში. ამასთან, სკოლის მოსწავლეებისა და მშობლებისთვისფსიქოლოგიური დახმარების 24-საათიანი ცხელი ხაზიფუნქციონირებს, ხოლო 2021 წლიდან მანდატურის სამსახური დაიწყებს სასკოლო მედიაციის მექანიზმის დანერგვასა და სოციალური მუშაკების დამატების პროცესსაც.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა