logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელი: პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, განათლების უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველყოფა მოხერხდა
მიხეილ ჩხენკელი: პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, განათლების უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველყოფა მოხერხდა
12:35 22.12.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას პანდემიის პირობებშიზოგადი განათლების მიმართულებით დისტანციური სწავლების მხარდასაჭერად გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. მიხეილ ჩხენკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განათლების მიმართულებით სამინისტროს მიერ განხორციელებულმა ანტიკრიზისულმა ღონისძიებებმა მაღალი შეფასება დაიმსახურა საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციებისაგან, კერძოდ, „მაიკროსოფტის“ განათლების მიმართულების ვიცე-პრეზიდენტის ენტონი სალსიტოს, გაეროს საქართველოში ბავშვთა ფონდის წარმომადგენლისა და OECD-ის განათლების დირექტორატის ხელმძღვანელის მხრიდან.

მიხეილ ჩხენკელი:„პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ერთობლივი ძალისხმევით, მოხერხდა განათლების უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველყოფა. Covid-19-ის პრევენციისა და მოსწავლეებისთვისგანათლების უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტრომ სკოლებისთვის დროულად შეიმუშავა შესაბამისი რეკომენდაციები და წარმატებით დანერგა სისტემაში დისტანციური სწავლების სხვადასხვა პლატფორმა.“

მინისტრობის კანდიდატის თქმით, დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესის გამართვის კუთხით,სამინისტროსა და Microsoft-ს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, ყველა კლასისა და საგნისთვის შეიქმნა ვირტუალური საკლასო ოთახი და გააქტიურდა უნიკალური პროფილები მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის.პარტნიორობის შედეგად, ქართულ ენაზე ითარგმნა Microsoft-ის საგანმანათლებლო პორტალი(Teams), რომელშიც ინტეგრირდა ელექტრონული რესურსების პლატფორმა - el.ge. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს Teams-ში ელექტრონული ჟურნალის ინტეგრირების პროცესიც.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ყველა კრიზისული სიტუაცია ბადებს შესაძლებლობებს. სწორედ ასეთ ვითარებაში, სამინისტროსა და პირველი არხის თანამშრომლობით, 30 მარტიდან უნიკალური საგანმანათლებლო პროექტი„ტელესკოლა“ დაიწყო.“ მისი თქმით, „ტელესკოლა“გრძელვადიანი იქნება დაპროექტის ფარგლებში შექმნილი ახალი საგანმანათლებლო არხი - „პირველი არხი განათლება“ პანდემიის შემდეგაც გააგრძელებს მაუწყებლობას.

„ტელესკოლა“I-XII კლასის მოსწავლეებისთვის ყველა საგანში ტელეგაკვეთილების ჩატარებას, აბიტურიენტის საათს,ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებისთვისცალკე საგაკვეთილო ბადესა (სომხური და აზერბაიჯანული) და სმენის პრობლემის მქონე მოსწავლეებისთვის ყველა გაკვეთილის ჟესტურ ენაზე ადაპტირებას ითვალისწინებს.

მიხეილ ჩხენკელმა დისტანციური სასწავლო პროცესის სრულყოფის მიზნით საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას გაუსვა ხაზი, კერძოდ, 2020 წლის ივნისში სამინისტროს ინიციატივით, ზოგადი განათლების შესახებ კანონში შევიდა ცვლილება: მოხდა დისტანციური სწავლების განათლების ერთ-ერთ ფორმად აღიარება. ამასთან, 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე დამტკიცდა დისტანციური სწავლების წესი, რამაც უზრუნველყო სწავლა-სწავლების პროცესის დისტანციურ ფორმატში წარმართვა.

მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებით გამოყო დისტანციური სწავლების პროცესში აბიტურიენტების ხელშეწყობის მნიშვნელობა და აღნიშნა, რომ სამინისტრომ ამ მიმართულებით განახორციელა პროექტი „ვებსკოლა“, რომლის ფარგლებში, როგორც ქართულენოვანი, ასევე, არაქართულენოვანი აბიტურიენტებისთვის ჩატარდა და გამოქვეყნდა400-მდე ვებინარი.

რაც შეეხება პანდემიის პირობებში მასწავლებელთა მხარდამჭერ პროგრამებს, მინისტრობის კანდიდატის თქმით, პედაგოგებისთვის საშინაო და კომპლექსური დავალებების ელექტრონული რესურსები შეიქმნა და მათ დისტანციური სწავლების გამართულად წარმართვისთვის ტექნოლოგიების სპეციალისტები აქტიურად უწევენ კონსულტაციას.

მიხეილ ჩხენკელმახაზი გაუსვა განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ბენეფიციარებსსაგანმანათლებლო მომსახურება დისტანციური ფორმით უწყვეტად მიეწოდებათ.

მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ პირველ სემესტრში, მას შემდეგ, რაც მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ, მშობლებს მიეცა საშუალება, აერჩიათ დისტანციური სწავლების ფორმატი. მნიშვნელოვანია ისიც, რომიმ სკოლებში, სადაც მშობლების სურვილით მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, სამინისტრომ შეძლო მასწავლებლების ორმაგი დატვირთვის ანაზღაურება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა