logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
შემოსავლების სამსახური: ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე ფართოვდება
შემოსავლების სამსახური: ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე ფართოვდება
23:40 20.12.2020
საქართველოს მთავრობის დადგენილებაში (N286) მიმდინარე წლის 18 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით, გაფართოვდა ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე.

კომპენსაციის მიღების უფლება აქვს დაქირავებულს, თუ ის 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა იმ დამქირავებლის სასარგებლოდ, რომელსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება და 2020 წლის 5 დეკემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში ამავე დამქირავებლისაგან არ იღებს ხელფასს (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო). ცვლილებამდე, დაქირავებულს კომპენსაციის მიღების უფლება ჰქონდა, თუ მასზე არ ფიქსირდებოდა ხელფასის გაცემა 2020 წლის 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში.

შეგახსენებთ, რომ დაქირავებით დასაქმებულ ფიზიკურ პირებზე კომპენსაციის გასაცემად ინფორმაციას შემოსავლების სამსახურს აწვდის დამქირავებელი განცხადების „დამქირავებლის/ობიექტის მფლობელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებსაც აქვთ კომპენსაციის მიღების უფლება (COVID-19)“ ფორმით.

განცხადების წარდგენა შესაძლებელია 2020 წლის 3 დეკემბრიდან - 24 დეკემბრამდე. დამქირავებელი უფლებამოსილია ზემოაღნიშნულ ვადაში განაცხადის წარუდგენლობის ან/და არასწორად წარდგენის შემთხვევაში, დააზუსტოს/წარადგინოს განაცხადი არაუგვიანეს 2020 წლის 28 დეკემბრისა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: კომპენსაციის გაცემის მიზნებისთვის დაქირავებულად არ მიიჩნევა და შესაბამისად ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვს პირს, რომელზეც 2020 წლის 5 დეკემბრამდე ბოლო ხელფასის გაცემა ფიქსირდება საბიუჯეტო ორგანიზაციიდან საქართველოს ეროვნული ბანკიდან; ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან; საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი და ამ საწარმოს დაფუძნებული/ შვილობილი საწარმოდან, რომლის 50%-ზე მეტ წილს ფლობს თავად ეს საწარმო.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა