logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნინო ლომჯარია: დარგის ექსპერტები მსჯელობენ, რომ ერთის მხრივ, არც დაგვიანდეს და მეორეს მხრივ, შემოტანილი იყოს ვაქცინა, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს
ნინო ლომჯარია: დარგის ექსპერტები მსჯელობენ, რომ ერთის მხრივ, არც დაგვიანდეს და მეორეს მხრივ, შემოტანილი იყოს ვაქცინა, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს
10:37 19.12.2020
დარგის ექსპერტები, პირველ რიგში, მსჯელობდნენ, რა იქნება ოპტიმალური გადაწყვეტილება, რომ ერთის მხრივ, არც დაგვიანდეს გადაწყვეტილების მიღება ქვეყნის მხრიდან და მეორეს მხრივ, იყოს შემოტანილი ვაქცინა, რომელიც აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რასაც საერთაშორისო სტანდარტებით უნდა აკმაყოფილებდეს,-ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ნინო ლომჯარიას თქმით, საყოველთაოდ არის შეთანხმება, რომ პანდემიის პერიოდში და განსაკუთრებით ვაქცინებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული გამჭვირვალედ, ასევე უნდა ხდებოდეს რეგულარულად მოსახლეობის ინფორმირებულობა მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.

„რამდენიმე ვაქცინა რეგისტრაციის ბოლო ეტაპს გადის, ის ვაქცინები, რაც იწარმოება მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიერ, ასევე არის სხვა ტიპის ვაქცინები, რომელთან დაკავშირებითაც ნაკლებია ნდობა, როგორც საერთაშორისო საზოგადოების, ასევე ქვეყნის შიგნით მოქალაქეების.

დღევანდელი შეხვედრის თემა იყო, როგორც უნდა მოიქცეს ამ ვითარებაში ქვეყანა. არის ვაქცინები, რომელთა მიღება უფრო შორეული პერსპექტივაა, იმის გამო, რომე რაოდენობრივად არ არის ხელმისაწვდომი, ან ლოჯისტიკურად მათი საქართველოში ჩამოტანა გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული. მეორეს მხრივ, ქვეყანაში შექმნილია უმძიმესი პანდემიური ვითარება. ამიტომ, დარგის ექსპერტები, პირველ რიგში, მსჯელობდნენ, რა იქნება ოპტიმალური გადაწყვეტილება, რომ ერთის მხრივ, არც დაგვიანდეს გადაწყვეტილების მიღება ქვეყნის მხრიდან და მეორეს მხრივ, იყოს შემოტანილი ვაქცინა, რომელიც აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რასაც საერთაშორისო სტანდარტებით უნდა აკმაყოფილებდეს.

რაც შეეხება ადამიანის უფლებების სტანდარტებს, ბუნებრივია, პანდემიის დროს, არაორდინალური ვითარება არის და ადამიანის უფლებების სტანდარტებიც იცვლება და ის განსხვავდება ნორმალურ ვითარებაში ქვეყანაში არსებული ვითარებისგან, თუმცა უკვე საყოველთაოდ არის შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ პანდემიის პერიოდში და განსაკუთრებით ვაქცინებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული გამჭვირვალედ, ასევე უნდა ხდებოდეს რეგულარულად, მოსახლეობის ინფორმირებულობა მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ, ასევე იმ უპირატესობებისა, თუ რისკების შესახებ, რაც ცალკეული ტიპის ვაქცინას შეიძლება ახლდეს. ასევე, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაკმაყოფილდეს იმ ჯგუფების ინტერესები, რომლებიც მომეტებული რისკის ქვეშ არიან და ასევე საყოველთაო ხელმისაწვდომობა, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ვაქცინა, არა კონკრეტული ჯგუფისთვის, არამედ, პირველ რიგში, იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, მათ შორის სოციალური მდგომარეობა, თუ სხვა ფაქტორი არ უნდა გახდეს ხელმისაწვდომობაზე უარის თქმით საფუძველი. ამიტომ, სახალხო დამცველის მონაწილეობის მიზანი ამ კომისიაში არის ის, რომ პირველ რიგში, თვალი ვადევნოთ, როგორ მიმდინარეობს მსჯელობა ამ დარგის პროფესიონალების და ექსპერტების მიერ და შემდეგ ის, რომ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები იყოს გათვალისწინებული ამ განხილვების და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა