logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: დღეს შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ინფექციის გავრცელების ტემპების შეჩერება შევძელით
გიორგი გახარია: დღეს შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ინფექციის გავრცელების ტემპების შეჩერება შევძელით
11:31 17.12.2020
მოგეხსენებათ, დღეს მე-20 დღეა 28 ნოემბრიდან, როდესაც საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ქვეყანაში მიზნობრივი შეზღუდვების დაწესების თაობაზე. დღეს ჩვენ შეგვიძლია როგორც გარდამავალი შედეგი განვაცხადოთ, რომ შევძელით ინფექციის გავრცელების ტემპების შეჩერება, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, რომ მიუხედავად ტესტირების პრინციპულად უფრო გაზრდილი რაოდენობისა, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა შედარებით სტაბილურია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პირველად ბოლო თვეების განმავლობაში, 17 000 - ზე მეტი ჩატარებული ტესტის პირობებში, ქვეყანაში ინფიცირების 3 000-ზე ნაკლები შემთხვევაა და ეს მხოლოდ და მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველია.

„დღეს შეიძლება ვთქვათ, რომ პირველად ბოლო თვეების განმავლობაში, 17 000 - ზე მეტი ტესტირების პირობებში, ინფიცირების 3 000-ზე ნაკლები შემთხვევა გვაქვს. ეს რა თქმა უნდა, გვაძლევს მხოლოდ და მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის შესაძლებლობას, ხაზგასმით აღვნიშნავ, ფრთხილი ოპტიმიზმის შესაძლებლობას, რამეთუ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პირველი შედეგი, პირველი მიზნის მიღწევის შესაძლებლობა, როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ პირველი ამოცანა გახლდათ გავრცელების სისწრაფის შეჩერება, რაც მოვახერხეთ. მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს ევროპაში, როდესაც ინფექციის გავრცელება ყოველდღიურად ახალ რეკორდს ამყარებს, როდესაც ევროპული სახელმწიფოები სულ უფრო და უფრო ამკაცრებენ შეზღუდვებს საახალწლო-საშობაო შეზღუდვებს მათ შორის, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი თითოეული ნაბიჯი იყოს პირველ რიგში პასუხისმგებლიანი და გონივრული. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს გარდამავალი, მცირედი მიღწევა, შედეგი, რომელიც დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს პირველ რიგში შევინარჩუნოთ და გავუფრთხილდეთ ჩენს ხანდაზმულებს, მოხუცებს და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სამწუხაროდ, დღეს ევროპის ბევრ ქვეყანაში სიკვდილიანობის რეკორდები მყარდება, ისეთი რეკორდები, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ხანდაზმულებს და ამ პასუხისმგებლობით, როგორც სახელმწიფომ, ისე კერძო კომპანიებმა და ბიზნესმენებმა, უნდა ვიმოქმედოთ პირველ რიგში, საახალწლო დღეებშიც,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა