logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: ურთულესი გამოწვევის დროს ჩვენ შევძელით სურსათით მომარაგების უწყვეტობის შენარჩუნება
ლევან დავითაშვილი: ურთულესი გამოწვევის დროს ჩვენ შევძელით სურსათით მომარაგების უწყვეტობის შენარჩუნება
12:44 16.12.2020
ლევან დავითაშვილმა, „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს” ფარგლებში სამინისტროს 2020 წლის ანგარიში წარადგინა.

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შევეხები პანდემიით გამოწვეული რეალობის საპასუხოდ განხორციელებულ აქტივობებს. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, პანდემიით შექმნილ კრიზისულ ვითარებაში, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობა დაგვევალა.

ამ დავალების ფარგლებში, ჩვენ შევძელით, სურსათით მომარაგების უწყვეტობის შენარჩუნება. ურთულესი გამოწვევის დროს, ქვეყნის არც ერთ რეგიონში სასურსათო პროდუქციის დეფიციტი არ შექმნილა.

საჭიროების გათვალისწინებით, ჩვენ უმოკლეს ვადებში ავამოქმედეთ სუბსიდირების პროგრამები.

საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, მცირე და მსხვილ მარკეტებს, რეგულარულად მიეწოდებოდათ პანდემიის პირობებში საქმიანობის დროს გასათვალისწინებელი რეკომენდაციები. ინფორმაცია მიეწოდა და გადამოწმდა 8703 ობიექტი. აგრარული ბაზრების ფუნქციონირების დასაშვებად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა უსაფრთხოების შესაბამისი სტანდარტები. სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელების პროცესში ჩაერთო ჩვენი სპეციალიზებული 80 ერთეული ტექნიკა, რომელიც მუშაობდა საზღვრებზეც. სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციებით და ზედამხედველობით, მასშტაბური სარეაბილიტაციო და დასუფთავების სამუშაოები ჩატარდა 90-მდე აგრარული ბაზარში. ჩვენი გარემოსდაცვითი ზედამხედველის დეპარტამენტის თანამშრომლები, სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფას ახდენდნენ. უსაფრთხოების ახალი წესების დაცვაზე კონტროლს გზდ 500-ზე მეტ ობიექტზე ახორციელებდა.

ჩვენ შევძელით რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების ხელშეწყობა. დარგის სპეციფიკიდან და აგროვადებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო სამუშაოების თანმიმდევრულად განხორციელება, რათა მოსავლის მიღება რისკის ქვეშ არ დამდგარიყო“

ლევან დავითაშვილი: „პანდემიამ რეალურად გააჩინა მრავალი უარყოფითი ფაქტორი, რომელიც ქვეყანაში აგრარული წარმოების შეფერხების მიზეზი შეიძლება გამხდარიყო. სწორედ ამიტომ, ჩვენ კომპლექსური ღონისძიებების გატარება დავიწყეთ. ფერმერების მხარდასაჭერად, შემუშავდა სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა, მობილიზდა 300 მლნ ლარი”

სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში, მოქალაქეებს ვუწევთ მნიშვნელოვან დახმარებას. შემუშავებულია დახმარების რამდენიმე პაკეტი.

პირველი
- ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ხვნის მომსახურების ღირებულების სუბსიდირებას. პროგრამით უკვე ისარგებლა 172,000-ზე მეტმა ფერმერმა. დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 30 მლნ ლარს აჭარბებს, სპეციალიზირებულ სავაჭრო ობიექტებში განაღდებულია 24,3 მლნ ლარზე მეტი. აგროქულების დარიცხვა გრძელდება.

მეორე, ეს არის აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა. პროგრამის ფარგლებში 123,700-ზე მეტმა ბენეფიციარმა 32,000 ტონამდე მოცულობის აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები მიიღო. იმ ფერმერებმა, რომლებმაც უკვე გაანაღდეს ფასდაკლების ბარათები, ჯამურად, 5.2 მლნ ლარზე მეტი თანხა დაზოგეს.

მესამე - წყალმომხმარებლებს სრულად ჩამოეწერათ 2020 წლამდე შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული დავალიანება. ის ფერმერები კი, რომლებიც ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებას 10 ჰა-მდე მიწის ფართობზე იღებენ, 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგანაც თავისუფლდებიან. 2 ოქტომბრის მონაცემებით, დაწესებული სახელმწიფო შეღავათით ისარგებლა 32 122 აბონენტმა. ბენეფიციართა დანაზოგმა 3 599 982 ლარი შეადგინა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა