logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გაწეული სამსახურისთვის მებაჟე ოფიცრებს მადლობა გადაუხდა
ივანე მაჭავარიანმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გაწეული სამსახურისთვის მებაჟე ოფიცრებს მადლობა გადაუხდა
18:56 15.12.2020
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციისას, რომელიც „საქართველოს მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს” ფარგლებში გაიმართა, ისაუბრა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე, რომელიც მიმართული იყო საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთებისა და მგზავრთა შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფისკენ.

როგორც მან აღნიშნა, საზაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე მოეწყო 11 საიზოლაციო სივრცე, სადაც ხდება მაღალი რისკ ჯგუფის მქონე პირების გადაყვანა (მათ ვისაც უფიქსირდებათ ვირუსით ინფიცირების სიმპტომები); დამონტაჟდა დისტანციური თერმოსკანერები და თერმოსკრინინგი უტარდება საქართველოში შემომსვლელ ყველა პირს, სახმელეთო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებსა და სამივე აეროპორტში დამონტაჟდა 14 საველე კარავი, სადაც ხორციელდება საქართველოში შემომსვლელი პირების ტესტირება, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე მუშაობა დაიწყო სპეციალურად შექმნილმა ეპიდემიოლოგების ჯგუფმა, რომელიც დაკომპლექტდა 28 ეპიდემიოლოგით და 50 ოპერატორით, დაიწყო საერთაშორისო გადაზიდვებში მონაწილე მძღოლთა ტესტირება. ტესტირებულ მძღოლთა რაოდენობა შეადგენს 146,700 ადამიანს, საიდანაც გამოვლინდა ინფიცირების 3,260 შემთხვევა, გაფართოვდა ელექტრონული სერვისების არეალი, რომელთა ფარგლებში საბაჟო გაფორმების პროცედურები ხორციელდება დისტანციურად.

„პანდემიიდან გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, მებაჟე-ოფიცრები და სამედიცინო პერსონალი, ყველა შესაბამისი აღჭურვილობით, 24 საათის განმავლობაში ახორციელებენ მათზე დაკისრებული ამ მნიშვნელოვანი ფუნქციების პირნათლად შესრულებას, რისთვისაც მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა