logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ტელეკომპანია "ფორმულას" სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ტელეკომპანია "ფორმულას" სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს
12:05 14.12.2020
13 დეკემბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერით გადაცემა „დროებაში“ გავიდა სიუჟეტი არჩევნების გაყალბების მეთოდებსა და მასში ჩართულ სტრუქტურებზე, სადაც იუსტიციის სამინისტრო გაყალბების სქემის ნაწილად დაასახელეს. რესპონდენტების –კობალაძის და აკაკი ხუსკივაძის თქმით, „საარჩევნო სიებით მანიპულაცია იუსტიციის სამინისტროდან იწყება“, ამასთან, მათ ამავე კონტექსტში ახსენეს იუსტიციის მინისტრის მიერ არჩევნებამდე შეცვლილი ბრძანება - ამის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"აღნიშნული ბრძანება, რომლის შეცვლაზეც სიუჟეტშია საუბარი, 2011 წელს იქნა მიღებული. მისი ძველი რედაქციის თანახმად, ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება ჰქონდა, ორი მოწმის დადასტურებით ნებისმიერ მისამართზე დარეგისტრირებულიყო, განურჩევლად ფართის მოცულობისა და უკვე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობისა. ასევე, მნიშვნელობა არ ჰქონდა, ამ მისამართზე არსებულ საცხოვრისს ჰყავდა თუ არა მეპატრონე.

სწორედ ასეთი ხარვეზების გასწორების მიზნით იუსტიციის სამინისტრომ კომპლექსური ღონისძიებები გაატარა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ორჯერ – 2015 წლის 11 აგვისტოს და 2020 წლის 16 ივლისს – შევიდა ცვლილებები. კერძოდ, 2015 წელს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, რეგისტრაცია შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმ საცხოვრისის მისამართზე, რომლის მესაკუთრეც იდენტიფიცირებულია (სახელმწიფო, იურიდიული თუ ფიზიკური პირი). ორი ფიზიკური პირის დადასტურებით მისამართზე რეგისტრაციისას სავალდებულო გახდა ფიზიკური პირების მიერ ცრუ ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით შესაძლო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილების ტექსტის ხელით გადაწერა, რათა პირმა ნათლად გააცნობიეროს გაფრთხილების შინაარსი. 2020 წლის 16 ივლისს განხორციელებული ცვლილების თანახმად, დადგინდა მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის სტანდარტი საცხოვრებელი ადგილის ფართობის შესაბამისად და განისაზღვრა, რომ მისამართზე დასარეგისტრირებელი თითოეული პირისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი ფართობი არ შეიძლება იყოს 5 კვ. მ-ზე ნაკლები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დასარეგისტრირებელი პირი მესაკუთრის ოჯახის წევრია.

დამატებით კი გვინდა, აღვნიშნოთ, რომ, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ერთი ადამიანი მხოლოდ ერთ მისამართზე შეიძლება იყოს რეგისტრირებული. ეს გარანტირებულია არა მხოლოდ კანონით, არამედ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის ბაზის პროგრამული უზრუნველყოფითაც. კერძოდ, პროგრამა რეგისტრაციის მისამართის შეცვლის შესახებ ბრძანების მიღებისას ავტომატურად ძალადაკარგულად აფიქსირებს რეგისტრაციის ძველ მისამართს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირს აქვს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ის რეგისტრირდება მხოლოდ ერთი-ერთი საცხოვრებელი ადგილის მისამართზე. შესაბამისად, სრულად დაცულია პრინციპი, რომლის თანახმადაც, ერთი მოქალაქე მხოლოდ ერთ მისამართზეა რეგისტრირებული.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებისგან"- ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა