logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
პროფესიული განათლების განვითარებისთვის აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 70 მილიონი დოლარი გამოყო
პროფესიული განათლების განვითარებისთვის აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 70 მილიონი დოლარი გამოყო
16:37 10.12.2020
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 70 მილიონი აშშ დოლარი საქართველოში პროფესიული განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით გამოყო.

სექტორული განვითარების პროგრამა – თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აზიის ბანკის ერთობლივი თანამშრომლობით შეიქმნა და საქართველოს განათლების სისტემაში ADB-ის პირველი ინვესტიციაა. პროგრამა მიზნად ისახავს პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ეკონომიკის პრიორიტეტულ დარგებში, თანამედროვე სამუშაო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.

2013 წლის შემდეგ პროფესიული განათლება ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტად ჩამოყალიბდა და ევროკავშირის დახმარებით 2018 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი პროფესიული განათლების შესახებ. აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკისა და ინსტიტუციური ჩარჩოს შემდგომ გაძლიერებას; მხარს დაუჭერს სფეროში მიმდინარე რეფორმებს, კერძოდ კი, კერძო-საჯარო პარტნიორობის პრინციპებზე დაყრდნობით, სისტემის მოწყობისა და მართვის ახალი მოდელის დანერგვას და შრომის ბაზარზე მორგებული კვალიფიკაციების მიწოდებას.

კოვიდ-19-ის გამოწვევების გათვალისწინებით, სექტორული განვითარების პროგრამა შექმნილია იმ დარგების გასაძლიერებლად, რომლებიც პანდემიასთან გამკლავებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობენ ან ეკონომიკურ გაჯანსაღებაში შეაქვთ წვლილი, მაგალითად, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და სამედიცინო და ფარმაცევტული წარმოება.

პროექტი ასევე დააფინანსებს უნარების განვითარების ორი ინოვაციური ჰაბის შექმნას ქუთაისისა და თელავის არსებულ პროფესიულ სასწავლებლებში, სადაც ხელი შეეწყობა ისეთ პრიორიტეტულ დარგებს, როგორებიცაა: ელექტრონული ინჟინერია, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, სამედიცინო და ფარმაცევტული წარმოება, მოდა და დიზაინი, წყლის ინჟინერია, ავეჯის წარმოება და სადურგლო საქმე და მომსახურება (მასპინძლობა და ტურიზმი).

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდის კომპონენტი, რომელიც პროგრამის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს. კერძოდ, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მოეწყობა თანამედროვე სახელოსნოები და რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მიეცემა სხვა და სხვა პროფესიის და უფლების შესაძლებლობა.

ევროკავშირისა და სხვა დონორთა მხარდაჭერასთან ერთად აღნიშნული პროგრამა უდიდეს წვლილს შეიტანს პროფესიული განათლების რეფორმის მასშტაბის გაზრდაში და აისახება ახალგაზრდებისა და ზრდასრული მოსახლეობის კეთილდღეობაზე, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე.

მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების რატიფიცირების პროცედურები უახლოეს მომავალში დასრულდება" - აცხადებენ განათლების სამინისტროში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა