საზოგადოებრივ-სამეცნიერო ჟურნალის - „სამი საუნჯის“ სარედაქციო საბჭო მიმართავს ხელისუფლებას უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი
არჩევნები და არ გახდეს სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზი.
ამ მიმართვას საბჭოს წევრები ხვალ მწიგნობართა ასოციაციაში ჟურნალ „სამი საუნჯის“ მე-5 ნომრის პრეზენტაციაზე გამოაქვეყნებენ.
როგორც ჟურნალის სარედაქციო საბჭო იტყობინება ჟურნალის რუბრიკაში „განათლება“ გაანალიზებულია სასკოლო განათლების რეფორმის შედეგები, რუბრიკაში „ქართლის ცხოვრება“ ქვეყნდება სტატიები - „ხელისუფლების 10 უდიდესი დანაშაული“, „ცოტა რამ ახალციხის „მეჩეთის“ შესახებ, „სამშობლო საფრთხეშია“ და სხვ.

















