logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გოცაძე: რა შედეგს მოგვცემს შეზღუდვები და მობილობის შემცირება, ამაზე დასკვნის გამოტანა ნაადრევია, მაგრამ ამ დასკვნების გაკეთებაში კიდევ უფრო დაგვეხმარება გაფართოებული ტესტირება
გიორგი გოცაძე: რა შედეგს მოგვცემს შეზღუდვები და მობილობის შემცირება, ამაზე დასკვნის გამოტანა ნაადრევია, მაგრამ ამ დასკვნების გაკეთებაში კიდევ უფრო დაგვეხმარება გაფართოებული ტესტირება
09:55 10.12.2020
შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ მობილობის შემცირება აღნიშნება სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს სავაჭრო ცენტრები, სატრანსპორტო ჰაბები, თუ სხვა ლოკაციები; მობილობის საშუალო შემცირება ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვანია და გაცილებით მაღალია ეს მაჩვენებლები თბილისში, რაც პოზიტივის მაჩვენებელია, ანუ მოსახლეობის მობილობა შემცირდა და ამან შეიძლება პოზიტიური გავლენა იქონიოს ეპიდემიის გავრცელებაზე, - ამის შესახებ ექიმმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა გიორგი გოცაძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

რაც შეეხება ეპიდემიოლოგიურ ნაწილს, გიორგი გოცაძის შეფასებით, თითოეულ ინტერვენციას, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, ვირუსის სპეციფიკიდან გამომდინარე, სჭირდება ორიდან სამ კვირამდე, რომ რეალური შედეგი აჩვენოს.

„თუ რა შედეგს მოგვცემს ეპიდემიოლოგიურად ეს შეზღუდვები და მობილობის შემცირება, ამაზე დასკვნის გამოტანა ჯერ კიდევ ნაადრევია. ამ დასკვნების გაკეთებაში კი კიდევ უფრო დაგვეხმარება გაფართოებული ტესტირება. შესაბამისად ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი იქნება შემდეგი 10 დღე, 2 კვირა, რომ დავაკვირდეთ, თუ რა შედეგს ვიღებთ ეპიდემიოლოგიური კუთხით. ვიცი, რომ მნიშვნელოვანი დატვირთვაა როგორც სასწრაფო დახმარებაზე, ისე ჰოსპიტალურ სექტორზე. ჰოსპიტალური სექტორი უკვე დიდი ხანია დაძაბულობის პირზე მუშაობს და ეს არ ხდება მხოლოდ ბოლო დღეებში, ამიტომ უნდა დავინახოთ, ყველა ეს გატარებული ღონისძიება რ შედეგს მოგვცემს როგორც ეპიდემიოლოგიურად, ასევე ჰოსპიტალური სექტორის კუთხით, იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის სიცოცხლე და ჩვენი ოჯახის წევრები“, - განაცხადა გიორგი გოცაძემ.

მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ქცევაც, ვინაიდან დღეს სახეზეა ეპიდემიასთან გარკვეულწილად შეგუების ტენდენცია, რაც ცუდია.

„მართალია, გაიზარდა ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ნიღაბს ატარებენ, სოციალური დისტანციას ინარჩუნებენ, ან ცდილობენ გადაცემა შეამცირონ, როგორც ქვეყანაში ასევე საკუთარ ოჯახში, მაგრამ ალბათ მიღწეული შედეგები საკმარისი არ არის. კიდევ მეტია საჭირო, საზოგადოების როლი უშუალოდ ამ დამყოლობის გაზრდაში და ქცევითი ნაწილის შეცვლაში კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ყოველივე ეს ალბათ გახდება იმის წინაპირობა, რომ ვიმსჯელოთ 24-ში შემსუბუქებების კუთხით. რისკები მაღალია და ამაზე მეტყველებს ყველა ის ქვეყანა, რომელსაც შეგვიძლია დავაკვირდეთ, ძირითადად ჩრდილოეთის ნაწილში, სადაც ჩვენ ვხედავთ ეპიდემიის ზრდას მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებმა სხვადასხვა სიმძიმის, სირთულის თუ სიხისტის შეზღუდვები გაატარეს. შესაბამისად, ჩვენს მსჯელობაში სხვა ქვეყნების გამოცდილებასაც აქვს დიდი მნიშვნელობა, რათა დავაკვირდეთ მათ მიერ გატარებულ პოლიტიკურ თუ შემზღუდველ ღონისძიებებს მობილობის შესამცირებლად და ერთობლიობაში მიღებული შედეგებით გამოვიტანოთ გარკვეული დასკვნები“, - განაცხადა გიორგი გოცაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა