logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახეთში პირველი ბიოსფერული რეზერვატები შეიქმნება
კახეთში პირველი ბიოსფერული რეზერვატები შეიქმნება
11:31 09.12.2020
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, ეროვნული სატყეო პროგრამის „ტყეები და კლიმატის ცვლილება“ ფარგლებში, სამუშაო ჯგუფის ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრაზე პროექტის „აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის ბიოსფერული რეგიონის დაფუძნების ნომინაციის ხელშეწყობა“ მესამე ფაზის შედეგები განიხილეს.

მინისტრის მოადგილემ კახეთში ალაზნის (ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში) და დედოფლისწყაროს (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში) პირველი ბიოსფერული რეზერვატების შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ბიოსფერული რეზერვატი, როგორც ინსტრუმენტი, ბუნების კონსერვაციისა და მდგრადი მიწათსარგებლობის ერთიანი პრაქტიკის დასანერგად გამოიყენება, რაც, თავის მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება. მინდა მადლობა გადავუხადო დონორ და მხარდამჭერ ორგანიზაციებს: გერმანიის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალურ სამინისტროს (MBU), გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ), მიხეილ ზუკოვის ფონდს და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვით ცენტრს (REC Caucasus) პროექტის აქტიური მხარდაჭერისთვის. ჩვენ ერთიანი ძალებით უმნიშვნელოვანეს საქმეს ვაკეთებთ“, - განაცხადა იური ნოზაძემ.

შეხვედრაზე ბიოსფერული რეზერვატების ნომინაციისთვის მოსამზადებელი ეტაპები და ზონირების რუკა განიხილეს.

ონლაინ შეხვედრას ევროკავშირის, გერმანიის რესპუბლიკის საელჩოს, კავკასიის ბუნების ფონდის, საქართველოს პარლამენტის, ასევე, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო ექსპერტები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა