logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევის ფარგლებში საქართველოს შედეგები გამოაქვეყნა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევის ფარგლებში საქართველოს შედეგები გამოაქვეყნა
16:28 08.12.2020
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა საქართველოს შედეგები მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევის (TIMSS) ფარგლებში.

დღესვე TIMSS 2019 წლის ანგარიშის საერთაშორისო პრეზენტაცია გამართა საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციამ (IEA) პარიზში, UNESCO-ს სათაო ოფისში. ღონისძიებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ განათლების სპეციალისტები და აკრედიტებული ჟურნალისტები მთელი მსოფლიოდან, კვლევის ძირითად მიგნებებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ონლაინ პრეზენტაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძეც დაესწრო.

მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევას (TIMSS – Trends in International Mathematics and Science Study) საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაცია (IEA) მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 1995 წლიდან ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ატარებს. საქართველო შეფასებაში პირველად 2007 წელს ჩაერთო და მას შემდეგ მონაწილეობა მიიღო 2011, 2015 და 2019 წელს ჩატარებულ კვლევებში. საქართველო წარმოდგენილი იყო ორივე — მე-4 და მე-8 კლასებით. კვლევის ადმინისტრირებას საქართველოში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფდა.

მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევა (TIMSS) მასში მონაწილე ქვეყნებს შესაძლებლობას აძლევს შეაფასონ საკუთარი საგანმანათლებლო სისტემა, არსებული სასწავლო პრაქტიკა და გამოავლინონ ხელისშემშლელი ფაქტორები მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაში.
კვლევა აფასებს მოსწავლეთა მიღწევებს სწავლების ერთსა და იმავე საფეხურზე წინა ციკლებთან შედარებით, აგრეთვე აჩვენებს იცვლება თუ არა წლების მანძილზე მოსწავლეთა მიღწევები ქვეყანაში სასწავლო პროცესის სხვდასხვა საფეხურზე(დაწყებითი და საბაზო).

TIMSS 2019-ში მონაწილეობა 64-მა ქვეყანამ მიიღო. მეოთხე კლასის შეფასებაში მონაწილეობდა 58 ქვეყანა და 6 რეგიონი, ხოლო მერვე კლასის შეფასებაში - 39 ქვეყანა და 7 რეგიონი.

2019 წლიდან TIMSS ელექტრონულ შეფასებაზე (eTIMSS) გადავიდა. საქართველომ ელექტრონულ შეფასებაზე გადასასვლელად ე. წ. გარდამავალი (Bridge) კვლევა ჩაატარა. კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 24 აპრილიდან 29 მაისის პერიოდში მიმდინარეობდა. TIMSS 2019 წლის ციკლში საქართველოს მასშტაბით მონაწილეობა მიიღო 226-მა სკოლამ თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან. სულ 154 მეოთხე (6 002 მოსწავლე) და 145 მერვე კლასი (5 698 მოსწავლე) მონაწილეობდა.

სპეციალურად განკუთვნილი კითხვარები შეავსეს ასევე სკოლების დირექტორებმა, მასწავლებლებმა და მეოთხე კლასის მოსწავლეების მშობლებმა/მეურვეებმა.

საერთაშორისო საშუალო ქულაა 500.

2019 წელს საქართველოს მაჩვენებელია:
მათემატიკაში (მე-4 კლასი) - 482 ქულა;
მათემატიკაში (მე-8 კლასი) - 461;
ბუნებისმეტყველებაში (მე-4 კლასი) - 454;
საბუნებისმეტყველო საგნებში (მე-8 კლასი) – 447.

კვლევის შედეგებიდან დადგინდა, რომ 2019 წლის ციკლში საქართველოს მეოთხეკლასელებმა მათემატიკაში მიღწევები სტატისტიკურად მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს. ასევე საქართველო დასახელდა იმ ხუთ ქვეყანას შორის, რომლებმაც 2015 წელთან შედარებით მიღწევები ყველაზე მეტად გაზარდეს.

„კვლევის ეს შედეგები აჩვენებს როგორც პროგრესს, ასევე დღეს არსებულ გამოწვევებსაც. წინსვლა ნამდვილად შეიმჩნევა. ნათელია, რომ მეოთხეკლასელთა შედეგები მათემატიკაში გაუმჯობესდა, ხოლო ერთი მიმართულებით (მიმართულება-რიცხვები) პირველად 2007 წლის შემდეგ საერთაშორისო საშუალოს გადააჭარბა. გამოწვევად რჩება მიღწევები მერვე კლასის მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ორივე საფეხურზე, სადაც მხოლოდ მცირედი გაუმჯობესებაა, რომელიც სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ არის; თუმცა იმედისმომცემია ის ფაქტი, რომ თუ მონაცემებს სოფლისა და ქალაქის ჭრილში შევხედავთ, ჩანს, რომ სოფლად მცხოვრებმა მეოთხეკლასელებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს შედეგები ბუნებისმეტყველებაში. ასევე, არსებული მონაცემებით, სოფლისა და ქალაქის სკოლებს შორის მიღწევებში განსხვავებები მცირდება და შეიძლება ითქვას, რომ თითქმის აღმოფხვრილია“ - აცხადებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე.

საქართველოს პირველადი ანგარიშისა და პრეზენტაციის სრულად ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://naec.ge/#/ge/post/2283

გარდა ამისა, დაინტერესებულ პირებს პირველად მიეცემა შესაძლებლობა, შევიდნენ TIMSS-ის ვებგვერდზე და ქართულ ენაზე მიიღონ ინფორმაცია 2019 წლის კვლევის ძირითადი მონაცემების შესახებ: https://datastudio.google.com/s/okXY6XCXPr8

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა