logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სამთავრობო კამპანიას კერძო სექტორის წარმომადგენლები უერთდებიან
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სამთავრობო კამპანიას კერძო სექტორის წარმომადგენლები უერთდებიან
10:59 08.12.2020
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლა პანდემიით გამოწვეული კრიზისის პერიოდშიც სახელმწიფოსთვის პრიორიტეტად რჩება.

პანდემიის დაწყებიდან, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებათ სახელმწიფოში არსებული უფასო სერვისები. ოჯახში ძალადობის მომატებული რისკების საპასუხოდ კი სახელმწიფოს მხრიდან აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტების შეტყობინების ალტერნატიული გზების შესახებ.

ინფორმაციის გაზიარებას და ცნობიერების ამაღლებას ემსახურება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიაც, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 1991 წლიდან ყოველწლიურად იმართება. საქართველოს მთავრობა წელსაც ტრადიციულად შეუერთდა ყოველწლიურ გლობალურ კამპანიას.

კამპანია, გზავნილით - „იმოქმედე ძალადობის წინააღმდეგ“, თითოეული მოქალაქის მხრიდან ძალადობის აღსაკვეთად ქმედითი ნაბიჯების წახალისებას ისახავს მიზნად. ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სამთავრობო უწყებებმა უკვე 100-ზე მეტი თემატური ღონისძიება ჩაატარეს.

წელს 16-დღიან კამპანიას პირველად კომპანია "ბოლტი" (Bolt) და „სპარი“ (Spar) უერთდებიან. „სპარის“ მაღაზიათა ქსელში მთელი ქვეყნის მასშტაბით, მყიდველებს ინდივიდუალურად მიეწოდებათ ინფორმაცია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ცხელი ხაზების, სერვისების, რეაგირების და პრევენციის მიმართულებით. „ბოლტის“ მანქანებში კი განთავსდება ინფორმაცია და მოწოდება ქმედებისკენ, რაც სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას და ძალადობის აღსაკვეთად ქმედითი ნაბიჯების წახალისებას ისახავს მიზნად.

16-დღიან კამპანიაში 30-ზე მეტი საჯარო უწყებაა ჩართული, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეებზე. ინფორმაცია ტელე-რადიო საშუალებების, სოციალური ქსელების და სხვა პოპულარული არხების გამოყენებით ვრცელდება. იმართება თემატური ღონისძიებები, როგორებიცაა - „სპორტი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“, „ბავშვობის ასაკში ქორწინების აღმოფხვრა“, „საჯარო მოხელეთა ფორუმი გენდერულ თანასწორობაზე“ და სხვ.

2020 წლის სამთავრობო კამპანია გაეროს სააგენტოების (საქართველოში გაეროს მუდმივი წარმომადგენელის ოფისი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, გაეროს განვითარების პროგრამა, გაეროს მოსახლეობის ფონდი) მხარდაჭერით მიმდინარეობს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა