logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელმა „პროფესიული განათლების კვირეული 2020“ გახსნა
მიხეილ ჩხენკელმა „პროფესიული განათლების კვირეული 2020“ გახსნა
13:20 07.12.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პროფესიული განათლების ეროვნული კვირეული (Skills Week Georgia) ონლაინ ფორმატშიგახსნა. კვირეული, რომლის მიზანს Covid-19-ის ფონზე პროფესიულ განათლებაში მიმდინარე გამოწვევების ანალიზი, ამ მიმართულებითგადადგმული ნაბიჯების შეფასება და სამომავლო პერსპექტივების განხილვა წარმოადგენს, დღეს დაიწყო და 10 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ონლაინ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა პროფესიული განათლებისრეფორმის 2013-2020 წლების სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები განიხილა, ხაზი გაუსვა ადამიანური კაპიტალის განვითარების, სფეროს ინტერნაციონალიზაციისა და შრომის ბაზარზე ორიენტირებული სისტემის შექმნის მნიშვნელობას. პოზიტიურად შეაფასა პროფესიული განათლების სფეროში საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერება და დამსაქმებლების ჩართულობის ზრდა, რამაც გაამყარა საფუძველიპროფესიული განათლების მართვის სრულიად ახალ მოდელზე მუშაობის დასაწყებად.

მიხეილ ჩხენკელი: „ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ადამიანური კაპიტალის განვითარების, სფეროს ინტერნაციონალიზაციისა და შრომის ბაზარზე ორიენტირებული სისტემის შექმნის მიმართულებით. შემუშავდა ახალი, თანამედროვე კვალიფიკაციების სისტემა, რომელიც შესაბამისობაშია ევროპული კვალიფიკაციების სისტემასთან, დამტკიცდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები, გაძლიერდა სასწავლებელთა ქსელი, სასწავლო ინფრასტრუქტურა დაუახლოვდა საერთაშორისო სტანდარტებს, განვითარდა ზრდასრულთა სწავლების მიმართულება, გაძლიერდა საჯარო-კერძო პარტნიორობა და დამსაქმებლების ჩართულობა პროფესიული განათლების სფეროში“.

მინისტრის თქმით, მომდევნო წლიდან პროფესიული განათლებისრეფორმის ახალი ეტაპი იწყება, რომელსაც საფუძვლად დაედება პროფესიული განათლების რეფორმის ახალი სტრატეგია, მთავარი პრიორიტეტი კი, ევროკავშირის პოლიტიკასთანჰარმონიზაცია და კერძო სექტორთან პარტნიორობის მეტად გაძლიერებაიქნება.

გამოსვლის დასასრულს მიხეილ ჩხენკელმა წარმატება უსურვა კონფერენციის მონაწილეებს და მადლობა გადაუხადაყველა საერთაშორისო დონორს საქართველოში განათლების სისტემის რეფორმირების საქმეში მრავალწლიანი, აქტიური თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით კი პროფესიული განათლების მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისათვის.

მინისტრმა ასევე დიდი მადლობა გადაუხადა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებს, თანამშრომლებსა და დამსაქმებლებს პანდემიის პირობებში გაწეული საქმიანობისთვის, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა არსებულ რეალობასთან ადაპტირება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და ევროკავშირის პროგრამის Skills4Jobs მხარდაჭერით, პროფესიული განათლების ეროვნული კვირეული (Skills Week Georgia) ქვეყანაში შექმნილი პანდემიური მდგომარეობის გათვალიწინებით წელს დისტანციურ ფორმატში – ონლაინ კონფერენციების სახით 7-10 დეკემბერს იმართება. იგი ევროკომისიის ევროპული პროფესიული განათლების კვირეულის (European Skills Week) ფარგლებში ტარდება, რომელსაც საქართველო უკვე რამდენიმე წელია უერთდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა