logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ისარგებლე ჯანმრთელობის დაზღვევით შენს უბანში! - ჯიპიაის დაფინანსებით მომსახურების მიღება უკვე კლინიკა “ჯერარსსა" და “ენმედიცში” შეგიძლიათ
ისარგებლე ჯანმრთელობის დაზღვევით შენს უბანში! - ჯიპიაის დაფინანსებით მომსახურების მიღება უკვე კლინიკა “ჯერარსსა" და “ენმედიცში” შეგიძლიათ
11:30 07.12.2020
ჯიპიაი ჰოლდინგის დაზღვეულები, სრულ სამედიცინო მომსახურებას დაფინანსებით კიდევ ორ კლინიკაში მიიღებენ - “ჯერარსში” ( მუხიანის ქ 2) და “ენმედიცში” (წინანდლის ქ 9. ისანი) ამ ცვლილების შედეგად დაზღვეულებს, რომლებიც ისანი-სამგორის და გლდანი-ნაძალადევის რაიონებში ან მათთან ახლოს ცხოვრობენ სამედიცინო სერვისების მისაღებად შორს წასვლა აღარ სჭირდებათ. მათ საშუალება ექნებათ ჯიპიაის პირადი ექიმი სახლთან ახლოს, კლინიკა “ჯერარსში” ან “ენმედიცში” აირჩონ და შესაბამისად სრული სამედიცინო მომსახურება თანადაფინანსებით მიიღონ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი კლინიკების დამატებით ინდივიდუალური დაზღვევით სარგებლობა ბევრად გამარტივდა. ჯიპიაის პირადი ექიმი ახლა უკვე თბილისის ყველა დიდი უბნის, წამყვან კლინიკაში შეგიძლია აირჩიო. ამავე კლინიკაში შეძლებ მიიღო სხვადასხვა პროფილის ექიმის კონსულტაცია დაფინანსებით, გაიკეთო გამოკლვლევები და ლაბორატორიული ანალიზები.

ბესიკ ფესტვენიძე, ჯიპიაი ჰოლდინგის სამედიცინო დირექტორი : " ჩვენთვის მნიშვნელოვანია დაზღვეულებს შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი და არჩევანის საშუალება მივცეთ. პროვაიდერების ქსელის გაფართოებით, ჩვენი დაზღვეულები პირადი ექიმის არჩევას და სამედიცინო მომსახურების მიღებას თბილისის ყველა დიდ უბანში ჯიპიაის დაფინანსებით შეძლებენ. აქამდე ისანი-სამგორისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ ადამიანებს, ექიმთან მისასვლელად და დაზღვევის გამოსაყენებლად საკმაოდ შორ მანძილზე უწევდათ წასვლა. ახლა ეს საჭირო აღარ არის, მათ შეუძლიათ პირადი ექიმი სახლთან ახლოს, კლინიკა "ჯერარსში" ან “ენმედიცში” აირჩიონ და ყველა სამედიცინო სერვისი ამ კლინიკებში მიიღონ. ვფიქრობ ეს სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როცა უსაფრთხოების მიზნით მაქსიმალურად ვცდილობთ ხშირად არ გამოვიყენოთ ტრანსპორტი, მოვერიდოთ თავშეყრის ადგილებს და არ წავიდეთ შორს. “

ჯიპიაი ჰოლდინგის ინდივიდუალური ჯანმრთელობის პაკეტით დაზღვეულებს აქამდე პირადი ექიმის არჩევა და მომსახურების დაფინანსებით მიღება სამ ძირითად კლინიკაში : კურაციოში, ქართულ-ამერიკულ ჰოსპიტალსა და თბილისის ზღვის ჰოსპიტალში შეეძლოთ. ახლა ამ ჩამონათვალს კლინიკა “ჯერარსი” და “ენმედიცი”

დაემატა. შესაბამისად ამ კლინიკებში პირადი ექიმის და პედიატრის კონსულტაცია 100%-ანი დაფინანსებით, ნებისმიერ ვიწრო სპეციალისტთან კონსულტაცია, გამოკვლევები და ლაბორატორიული მომსახურება კი შეუძლიათ თანადაფინანსებით მიიღონ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა