logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და გაეროს მოსახლეობის ფონდმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ახალი პროექტი დაიწყეს
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და გაეროს მოსახლეობის ფონდმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ახალი პროექტი დაიწყეს
11:28 07.12.2020
ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და გაეროს მოსახლეობის ფონდმა ახალი პროექტი „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ დაიწყეს. პროექტი დაიწყო საქართველოში მიმდინარე ევროკავშირის ადამიანის უფლებების დაცვის კვირეულისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, რომელიც მთელ მსოფლიოში 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე მიმდინარეობს.

სამწლიანი პროექტი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქვემო ქართლსა და გურიას. მისი მიზანია ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირებისთვის საჭირო პოლიტიკისა და კანონმდებლობის სრულყოფა, ასევე, შესაბამისი ინსტიტუციების შესაძლებლობების გაძლიერება. ამავდროულად, პროექტის მიზანს წარმოადგენს საზოგადოებაში არსებული ნეგატიური გენდერული სტერეოტიპების, სოციალური ნორმებისა და დამოკიდებულებების შეცვლა, ქალთა უფლებების მხარდაჭერა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა.

„თეორიულად, გენდერული თანასწორობა საკმაოდ მარტივი კონცეფციაა, თუმცა, მისი პრაქტიკაში განხორციელება რთულია. ჯერჯერობით ვერცერთი ქვეყანა ვერ განაცხადებს, რომ სრულ გენდერულ თანასწორობას მიაღწია, თუმცა ზოგიერთმა ქვეყანამ ამ კუთხით მეტ წარმატებას მიაღწია, სხვებთან შედარებით. სანამ ქალი უთანასწორობის ერთ-ერთი ყველაზე მახინჯი და სრულიად მიუღებელი ფორმის - ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ხდება, სანამ საქართველოში შვიდი ქალიდან ერთს მეუღლის ან პარტნიორის მხრიდან ძალადობა გამოუცდია, ევროკავშირი პარტნიორებთან ერთად დაუღალავად განაგრძობს მუშაობას საქართველოში, გენდერული უფლებების ყველა დონეზე გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით,“ - განაცხადა კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

„გაეროს ქალთა ორგანიზაცია მოხარულია, რომ ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პროექტს განახორციელებს. სიმბოლურია, რომ პროექტს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16- დღიანი კამპანიის მსვლელობისას ვიწყებთ, ამ ინიციატივის მნიშვნელობას COVID-19-ის კონტექსტი კიდევ უფრო ზრდის“, - აცხადებს საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი თამარ საბედაშვილი.

„მოხარული ვარ, რომ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და ევროკავშირს შორის ქალების და გოგოების მიმართ საზიანო პრაქტიკების აღმოფხვრის მიმართულებით თანამშრომლობა გრძელდება და გაეროს ორი სააგენტო, UN Women და UNFPA მორიგ ერთობლივ პროექტს იწყებენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს საერთო ძალისხმევას, უკვე არსებულ გამოცდილებებზე დაყრდნობით, ხელი შევუწყოთ ქალებისა და გოგოების გაძლიერებას და უფრო თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბებას“, - აღნიშნავს ლელა ბაქრაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.

პროექტის მიზნების მისაღწევად, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი აქტიურად ითანამშრომლებენ სახელმწიფო უწყებებთან ქალთა მიმათ ძალადობის აღმოფხვრაზე მიმართული სერვისების მიმწოდებლებთან, ქალთა უფლებების დამცველებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ისევე როგორც მედიასთან და სამიზნე რეგიონების ადგილობრივ ხელისუფლებებთან.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა