logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
პროფესიული განათლების ეროვნული კვირეული (Skills Week Georgia) ოფიციალურად გაიხსნა
პროფესიული განათლების ეროვნული კვირეული (Skills Week Georgia) ოფიციალურად გაიხსნა
10:46 07.12.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და ევროკავშირის პროგრამის Skills4Jobs მხარდაჭერით, პროფესიული განათლების ეროვნული კვირეული (Skills Week Georgia) გაიხსნა. კვირეულის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ პროფესიული განათლების სიახლეებს, გაიზიარონ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება Covid-19-ის ფონზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე თუ მიღწეულ შედეგებზე იმსჯელონ.

„პროფესიული განათლების კვირეული 2020“ ეძღვნება ევროკომისიის ევროპული პროფესიული განათლების კვირეულს (European Skills Week), რომელსაც საქართველო უკვე რამდენიმე წელია უერთდება.

ქვეყანაში შექმნილი პანდემიური მდგომარეობის გათვალიწინებით წელს კვირეული დისტანციურ ფორმატში – ონლაინ კონფერენციების სახით 7-10 დეკემბერს გაიმართება. ოთხდღიან კონფერენციაზე განხილული იქნება პროფესიული განათლების გამოწვევები Covid-19-ის ფონზე, განათლებისა და დასაქმების კუთხით არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო ტენდენციები, პანდემიის პირობებში სამუშაო ძალის განვითარებისა და სწავლა-სწავლების პროცესის სირთულეები, მათი გადაჭრის გზები და სამომავლო პერსპექტივები. ასევე, წარმოდგენილი იქნება ევროკავშირის Skills4Jobs პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ახალი პროექტები.

• 7 დეკემბერი (10:00-15:00) – ახალი გამოწვევები და გადაჭრის გზები Covid-19-ის ფონზე
• 8 დეკემბერი (11:00-14:00) – კერძო სექტორის როლი უნარების განვითარების პროცესში Covid-19-ის ფონზე
• 9 დეკემბერი (10:00-14:00) – ევროკავშირის განათლებისა და დასაქმების პროგრამა – ახალი შესაძლებლობები
• 10 დეკემბერი (11:00-15:00) – ინოვაციური სწავლება, მასწავლებლის ახალი როლი პანდემიის პირობებში
სამუშაო პროცესში ჩართული იქნებიან ბიზნეს ორგანიზაციები, სოციალური პარტნიორები, ადგილობრივი ექსპერტები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების (GIZ, UNDP/SDC, WB/GGF, ADB, ETF), პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის წარმომადგენელები.

"კონფერენცია გაიმართება ზუმის პლატფორმაზე. ღონისძიებაზე უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი ქართულ-ინგლისურ ენებზე" - აცხადებენ განათლების სამინისტროში.

სრული დღის წესრიგი და რეგისტრაციის ფორმა იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3myw25c

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა