logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ქვემო ქართლში მცხოვრებ ობოლ ბავშვებს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადაეცათ
ქვემო ქართლში მცხოვრებ ობოლ ბავშვებს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადაეცათ
10:20 04.12.2020
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან შოთა რეხვიაშვილთან ერთად დედ-მამით ობოლი ბავშვების ოჯახებს ესტუმრა, რომელთაც საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადასცა. აღნიშნული სოციალური დახმარება გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერით ხორციელდება, რასაც ქვემო ქართლის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები შესაბამისი ოჯახები მიიღებენ.

თეა ახვლედიანის განცხადებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით წამოწყებული სოციალური კამპანია ასევე განხორციელდება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სხვა რეგიონებშიც, რაც სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ დედ-მამით ობოლ ბავშვებს კოვიდპანდემიის შედეგად შექმნილ მდგომარეობას გარკვეულწილად შეუმსუბუქებს.

ასევე, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, კახეთის, ქვემო-ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალური ცენტრებიდან დაშორებულ, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში, სადაც ინფორმაციაზე წვდომა შეზღუდულია, ეთნიკური უმცირესობებისთვის მშობლიურ ენებზე დარიგდება ბეჭდური საინფორმაციო ბროშურები, კორონავირუსთან დაკავშირებული ხშირად დასმული შეკითხვების და შეზღუდვების შესახებ. ბროშურები კარდაკარ-პრინციპით გავრცელდება და მის დარიგებას ადგილობრივი თვითმმართველობები უზრუნველყოფენ. აღნიშნული პროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG), „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) მხარდაჭერით ხორციელდება.



„ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან, ასევე შესაბამისად უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, ჩვენ ვიწყებთ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციაზე წვდომის ხელშეწყობის მიზნით, საინფორმაციო კამპანიას, რომელიც სამი კომპონენტისგან შედგება და ასევე რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. ჩვენ ამ აქციას განვახორციელებთ როგორც ქვემო ქართლის, ასევე სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში. ამავე რეგიონებში ჩვენ ვიწყებთ ასევე ჰუმანიტარული დახმარების აქციას, რომლის ფარგლებშიც გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით დედ-მამით ობოლ ბავშვებს გადაეცემათ სპეციალური პაკეტები“ - განაცხადა თეა ახვლედიანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა