logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
COVID 19-თან დაკავშირებით ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების მორიგი კამპანია დაიწყო
COVID 19-თან დაკავშირებით ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების მორიგი კამპანია დაიწყო
14:36 03.12.2020
ქვეყანაში დღესდღეობით არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით და საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მშობლიურ ენებზე კორონავირუსთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციაზე წვდომის ხელშეწყობის მიზნით დაიწყო 3-კომპონენტიანი საინფორმაციო კამპანია, რომელიც რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. კერძოდ:

- კარდაკარ პრინციპით გავრცელდება 100 000-მდე ორენოვანი (ქართულ-სომხურ და ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე) ბროშურა;

- სპეციალურად მომზადებული ახალგაზრდების მოხალისეთა ჯგუფი ონლაინ საინფორმაციო შეხვედრებს ჩაატარებს ეთნიკური უცმირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებთან;

- სამთავრობო ცხელ ხაზზე - 144-1 დასაქმდნენ ორენოვანი ოპერატორები;

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა შემდგომი ოპერატიული ინფორმირების მიზნით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, ეთნიკური უმცირესობებისთვის მშობლიურ ენებზე მომზადდა და გავრცელდება საინფორმაციო ბროშურები ქვეყანაში დაწესებული უახლესი რეგულაციებისა და კორონავირუსთან დაკავშირებული ხშირად დასმული შეკითხვების შესახებ. 100 000-მდე ბროშურა ქვემო-ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით კომპაქტურად დასახლებულ, მუნიციპალური ცენტრებიდან დაშორებულ იმ სოფლებში გავრცელდება, სადაც ელექტრონული არხებით ინფორმაციის მიღებაზე წვდომა პრობლემურია. საინფორმაციო მასალების გავრცელებას უზრუნველყოფენ ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები კარდაკარ პრინციპით.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ძალისხმევით, მოხალისე ახალგაზრდებისგან შექმნილი ჯგუფი კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხების შესახებ სპეციალურ მომზადებას გაივლის, რაც განხორციელდება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით. სწავლების პერიოდში მონაწილეებს მიეწოდებათ ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: კორონავირუსის პრევენცია და მართვის წესები, დაწესებული შეზღუდვები და რეგულაციები, სახელმწიფო დახმარებები და შეღავათები, იზოლაციისა და კარანტინის წესები და სხვა აქტუალური საკითხები. გადამზადების შემდგომ, თანატოლგანმანათლებელთა ჯგუფი მოხალისეობრივ საფუძველზე, დისტანციურ რეჟიმში შეხვედრებს ჩაატარებს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებთან და მიაწვდის ინფორმაციას სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, უზრუნველყო რამდენიმე ახალგაზრდის სპეციალური მომზადება და დასაქმება სამთავრობო ცხელ ხაზზე - 144-1, რომლებიც განახორციელებენ მოქალაქეთა კონსულტირებას და შესაბამის მომსახურებას, მათ შორის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის პერიოდში მოქალაქეთათვის გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში საშვის გაცემასთნ დაკავშირებით.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირების კამპანია ხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა