logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვირუსის გავრცელების სისწრაფის შეჩერება, ამიტომ, ყველამ უნდა დავიცვათ კანონი და დაწესებული შეზღუდვები, დავიცვათ ერთმანეთი და ჩვენი მოხუცები
გიორგი გახარია: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვირუსის გავრცელების სისწრაფის შეჩერება, ამიტომ, ყველამ უნდა დავიცვათ კანონი და დაწესებული შეზღუდვები, დავიცვათ ერთმანეთი და ჩვენი მოხუცები
13:52 03.12.2020
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვირუსის გავრცელების სისწრაფის შეჩერება, ამიტომ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ის კანონები და შეზღუდვები, რომლებიც უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ დავიცვათ ერთმანეთი, დავიცვათ ჩვენი მოხუცები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა, მაქსიმალური სიმკაცრით იყოს აღსრულებული ის წესები, რომელიც დადგენილია მთავრობის, ეპიდემიოლოგების და ექიმების მხრიდან და რომელიც არანაირად არ უშლის ხელს გამოხატვის თავისუფლებას.

„ყველაფერთან ერთად, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს 2 თვიანი გეგმა შეზღუდვების, ინტენსიფიკაცია ტესტირების, ეს ყველაფერი მიმართულია იმისთვის, რომ ჩვენ, ეფექტურად, 2 თვეში შევაჩეროთ ვირუსის გავრცელების სისწრაფე. რა თქმა უნდა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეუძლებელია 2 თვეში ვირუსის გავრცელების კრიტიკული შემცირება, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო და არის ვირუსის გავრცელების სისწრაფის შეჩერება, ამიტომ, ჩვენ, ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ის კანონები და შეზღუდვები, რომლებიც უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ დავიცვათ ერთმანეთი, დავიცვათ ჩვენი მოხუცები. რა თქმა უნდა, ქვეყანაში არავინ და არასდროს არ შეზღუდავს არც გამოხატვის თავისუფლებას, არც სიტყვის თავისუფლებას, თუმცა ის მოთხოვნები, რომელსაც დღეს გვიყენებს კანონი, ეპიდემიოლოგები და ექიმები, არ არის ისეთი რთული. ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ, როგორც ჩვენი გამოხატვის თავისუფლება, ამასთან ერთად, დავიცვათ ელემენტარული წესები. არ არის რთული პირბადის ტარება და ეს წესები, რა თქმა უნდა, ეხება ყველას და მე მინდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვთხოვო, ის წესები, რომელიც დადგენილია, როგორც მთავრობის, ეპიდემიოლოგების და ექიმების მხრიდან და რომელიც არანაირად არ უშლის ხელს გამოხატვის თავისუფლებას, აღსრულებული იყოს მაქსიმალური სიმკაცრით. ეს არის პირველი მოთხოვნა ჩვენი მოქალაქეების და ჩვენ, პირველ რიგში, უნდა დავიცვათ მათი ჯანმრთელობა და ხელი უნდა შევუშალოთ ვირუსის გავრცელების სისწრაფეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა