logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
Cullen international-ის ექსპერტი: როდესაც სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არ იზრდება კონკურენცია, მარეგულირებელმა კომისიებმა სავალდებულო უნდა გახადონ MVNO-ების დაშვება
Cullen international-ის ექსპერტი: როდესაც სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არ იზრდება კონკურენცია, მარეგულირებელმა კომისიებმა სავალდებულო უნდა გახადონ MVNO-ების დაშვება
18:33 01.12.2020
„მაშინ, როცა სატელეკომუნიკაციო ბაზარი მომწიფებულია, ინვესტიციები უკვე განხორციელებულია, ასევე, ბაზარი სრულად გაჯერებულია და ვერ იზრდება კონკურენცია, მარეგულირებელმა კომისიებმა სავალდებულო უნდა გახადონ MVNO-ების დაშვება“,- ეს განცხადება Cullen international-ის მთავარმა ანალიტიკოსმა და კონკურენციის ექსპერტმა ვერონიკა ბოკაროვამ საქართველოს ქსელის ოპერატორთა ჯგუფის GeoNog2020 ფორუმზე გააკეთა.

Cullen International-ის მთავარი ანალიტიკოსი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოში MVNO-ები შესაძლოა რაიმე ფორმით საფრთხეს წარმოადგენდნენ, მეტიც, მისი განცხადებით, საერთაშორისო პრაქტიკა ნათლად აჩვენებს, რომ MVNO აჩენს ახალ შესაძლებლობებს სხვადასხვა მიმართულებით.

„MVNO ოპერატორზე გადასვლის შემთხვევაში, არ დგება ქსელის შეცვლის საჭიროება, მომხმარებლები რჩებიან ისევ ძველ ქსელზე და MNO ოპერატორები კვლავ ინარჩუნებენ საბითუმო შემოსავალს, ხოლო ახალი მოთამაშეები გამოიყენებენ არსებული ოპერატორების რესურსებს, მაგრამ მათ ექნებათ შესაძლებლობა შესთავაზონ მომხმარებლებს უკეთესი მომსახურების პირობები.“

კონკურენციის ექსპერტის აზრით, MVNO-ს კარგი მაგალითია Virgin Mobile, რომელიც პირველად გამოჩნდა დიდ ბრიტანეთში და რამდენიმე წლის შემდეგ მომხმარებელთა კმაყოფილების კუთხით ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებდა. მისივე განცხადებით, საქართველოში არსებობს ისეთი ბაზრები და მიმართულებები, რომელიც არ არის განვითარებული და მისი ათვისება და განვითარება სწორედ ვირტუალურ ოპერატორებს შეუძლიათ.

„იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მე შევისწავლე ქართულ ბაზართან დაკავშირებით, ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ არსებობს ნიშური ბაზრები, რომლებსაც შესაძლოა უკეთ მოემსახურონ ახალი მოთამაშეები, რადგან მათ უფრო უკეთ უნდა ესმოდეთ სხვადასხვა მომხმარებელთა ჯგუფების სპეციფიკური საჭიროებები. აქედან გამომდინარე, ეროვნული მარეგულირებელი საჭიროა იყოს გახსნილი და შექმნას წინაპირობა ბაზრის განვითარებისთვის და მისცეს შესაძლებლობა ბაზარმა თავად გააკეთოს ყველაზე ეფექტური არჩევანი“. - განაცხადა Cullen International-ის ექსპერტმა.

GeoNog2020 ფორუმს კომუნიკაციების კომისიის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკატერინე იმედაძე ესწრებოდა, რომელმაც კომუნიკაციების კომისიის მიერ 2021 წლიდან ვირტუალური ოპერატორის დაშვების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე ისაუბრა. ეკატერინე იმედაძის განცხადებით, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, MVNO ეფექტური საშუალებაა ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღებისთვის. ვირტუალურ ოპერატორებს საუკეთესო მაჩვენებლები აქვთ აბონენტის კმაყოფილების ხარისხის ყველა პარამეტრით, კომპანიები მარტივად ერგებიან აბონენტების მუდმივად ცვლად მოთხოვნებს, რადგან შესაძლებლობა აქვთ მომხმარებელს მათთვის ხელსაყრელი შეთავაზებები გაუკეთონ, რაზეც ტრადიციული ოპერატორები არ ფოკუსირდებიან.

„მსოფლიო მასშტაბით 80-მდე ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, გერმანიაში, იაპონიაში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, 1300-ზე მეტი ვირტუალური ოპერატორი არსებობს, რომელთა უპირატესობა ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში თვალსაჩინოა. 2010-დან 2018 წლამდე MVNO-ების რაოდენობა 61%-ით გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, MVNO აბონენტები 220 მილიონს აჭარბებს, რაც მსოფლიოს მთლიანი სააბონენტო ბაზის 2.46%-ს შეადგენს. დღეს ყველაზე მეტი 139 ვირტუალური ოპერატორი აშშ-შია, ხოლო 53 ქვეყნის სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ყველაზე დიდი საბაზრო წილი ვირტუალურ ოპერატორებს დანიაში აქვთ. არსებული პროგნოზებით, 2022 წლისთვის MVNO-ების რაოდენობა 18%-ით მოიმატებს და 260 მილიონ აბონენტს მიაღწევს, ხოლო 2024 წლისთვის ვირტუალური ოპერატორების ბაზრის ღირებულება 40%-ზე მეტით გაიზრდება“,- განაცხადა იმედაძემ.

MVNO, ანუ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი, დასავლეთში უკვე კარგად აპრობირებული პრაქტიკაა. მოგეხსენებათ, MVNO-ებს საკუთარი ქსელური ინფრასტრუქტურა არ გააჩნიათ და მობილური სერვისის მიწოდებას სხვა ოპერატორის ინფრასტრუქტურის მეშვეობით ახორციელებენ. ეს მათ საშუალებას აძლევთ მინიმალური დანახარჯებით მოახდინონ ბაზრის მაქსიმალური დივერსიფიკაცია და საგრძნობლად გაზარდონ არსებული კონკურენცია.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა