logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
„ჯიპიაი ჰოლდინგი“: ახლა, როცა პირადი ექიმის მომსახურება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტებს სპეციალური პირობებით ვთავაზობთ
„ჯიპიაი ჰოლდინგი“: ახლა, როცა პირადი ექიმის მომსახურება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტებს სპეციალური პირობებით ვთავაზობთ
15:02 01.12.2020
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ჯანმრთელობის დაზღვევის შეძენის მსურველებს სადაზღვევო პაკეტთან ერთად სპეციალურ საჩუქრებს სთავაზობს. აქციის ფარგლებში ყველას, ვინც ჯანმრთელობის დაზღვევას ჯიპიაიში შეიძენს, საჩუქრად კიბოს რისკისგან დაზღვევის პოლისი „ონკოქეარი“ და კურაციო ქარდი გადაეცემა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ პანდემიის ფონზე ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა. გამორჩეულად მნიშვნელოვანია ის, რომ ჯიპიაი თავის დაზღვეულებს პირადი ექიმების 24 საათიანი მომსახურებით უზრუნველყოფს. კოვიდ დადასტურებულ ან კოვიდზე საეჭვო დაზღვეულებს „კურაციოს“ კოვიდ-ექიმების ჯგუფი ემსახურება და ბინაზე მკურნალობის პროცესში ეხმარება. Covid-19-ის ბინაზე მკურნალობის პროცესში ჯიპიაის პირადი ექიმები მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაერთვნენ. შესაბამისად დაზღვეულებს საშუალება აქვთ ექიმს საკუთარ რეგიონში დაუკავშირდნენ და მასთან გაიარონ კონსულტაცია.

თინათინ სტამბოლიშვილი, „ჯიპიაი ჰოლდინგის კომუნიკაციების დირექტორი“ : „ ჯიპიაის ჯანმრთელობის დაზღვევა ახლა ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. ჩვენ აქტიურად ჩავერთეთ COVID-19-ის ბინაზე მკურნალობის პროცესში და ჩვენს დაზღვეულებს პირადი ექიმის 24 საათიანი მომსახურებით ვუზრუნველყოფთ. ჩვენთვის ახლა მთავარია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა ისარგებლოს პირადი ექიმის მომსახურებით, ამიტომ ინდივიდუალური დაზღვევის პოლისის შეძენის მსურველებისთვის სპეციალური საჩუქრები გვაქვს. ყველაზე საჭირო პოლისი „ონკოქეარი“, რომელიც ავთვისებიანი სიმსივნის აღმოჩენის შემთხვევაში სოლიდურ კომპენსაციას ითვალისწინებს და კურაციო ქარდი, რომელიც ფაქტობრივად მეორე სადაზღვეო პოლისია, რომელსაც დაზღვეულის ოჯახის წევრი გამოიყენებს და კლინიკა „კურაციოში“ სამედიცინო სერვისებს ფასდაკლებით მიიღებს. ამ ბარათის მფლობელი პირადი ექიმის მომსახურებითაც 50%-ანი ფასდაკლებით ისარგებლებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯიპიაის დაზღვევით სარგებლობა ახლა უკვე თბილისის ყველა უბანშია შესაძლებელი, ჩვენს დაზღვეულებს შეუძლიათ პირადი ექიმი და მომსახურე კლინიკა სახლთან ახლოს აირჩიონ . „

პოლისი ონკოქეარი აზღვევს ავთვისებიანი სიმსივნური დაავადებების რისკს და ითვალისწინებს კომპენსაციას დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში. კომპენსაციის მაქსიმალური ოდენობა 150 000 ₾-ია. პოლისის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ დაზღვეულს აქვს თანხის განკარგვის თავისუფლება - კომპენსაციის გახარჯვა შესაძლებელია როგორც მკურნალობის, ასევე სხვა მიზნებისთვის, დაზღვეულის სურვილისამებრ.

კურაციო ქარდით კი დაზღვეულის ოჯახის ერთ წევრს შესაძლებლობა ექნება, კლინიკა კურაციოში, ერთი წლის განმავლობაში, დაზღვევით გათვალისწინებული ყველა სერვისი 50%-მდე ფასდაკლებით მიიღოს . 50%-ანი ფასდაკლება ვრცელდება პირადი ექიმის ან პედიატრის კონსულტაციაზე, ნებისმიერი სპეციალობის ექიმთან კონსულტაციაზე, გამოკვლევებსა და ანალიზებზე.

ჯიპიაის ინდივიდუალური დაზღვევის პოლისი - მედი - თვეში 12 ლარიდან იწყება და ითვალისწინებს ისეთ მომსახურებებს როგორიცაა: პირად ექიმთან და პედიატრთან კონსულტაცია 100%-ანი დაფინანსებით ულიმიტოდ, ვიწრო სპეციალისტთან ვიზიტი, გამოკვლევები და ანალიზები თანადაფინანსებით, სტომატოლოგიური პროცედურები თანადაფინანსებით. ჯიპიაის დაზღვეულებს შეუძლიათ მედიკამენტები ყველა წამყვან სააფთიაქო ქსელში თანადაფინანსებით შეიძინონ.

ჯიპიაის ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობა უკვე თბილისის ყველა დიდ უბანშია შესაძლებელი. დაზღვეულებს ქალაქის 5 წამყვანი კლინიკა ემსახურებათ : „კურაციო“ და ქართულ-ამერიკული ჰოსპიტალი ვაკე-საბურთალოზე, თბილისის ზღვის ჰოსპიტალი ვარკეთილში, კლინიკა „ჯერარსი“ მუხიანში და კლინიკა „ენმედიცი“ ისანი-სამგორში.

პოლისი შეძენა სააქციო პირობებით, მომხმარებელს როგორც ონლაინ mygpi.ge-ზე ისე გაყიდვების აგენტის დახმარებით შეუძლია.

ჯიპიაის ინდივიდუალური დაზღვევით 30,000 ადამიანი სარგებლობს. კომპანია ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე ყველაზე დიდ წილს - 65% ფლობს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა