logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე სიტყვით წარდგა
მიხეილ ჩხენკელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე სიტყვით წარდგა
20:45 30.11.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მრჩეველთა საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა, საბჭოს წევრებს სიტყვით მიმართა და უნივერსიტეტის შემდგომი განვითარების გეგმებზე ისაუბრა. სხდომას KIU-ს საპატიო პრეზიდენტი პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი, რექტორი ალექსანდრე თევზაძე და საბჭოს წევრები ესწრებოდნენ, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი და წამყვანი მეცნიერები არიან.

მიხეილ ჩხენკელი: „მივესალმები უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტს – პროფესორ ვოლფგანგ ჰერმანს და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრებს. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად მივაღწევთ დასახულ მიზნებს. თქვენი მონაწილეობა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში უაღრესად მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ!

როგორც მოგეხსენებათ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტი არის საქართველოს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტი. წელს უნივერსიტეტმა აკადემიური ცხოვრება დაიწყო, რაც ძალიან გვახარებს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი პროცესი ჩვენი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენი მიზანია, იგი რეგიონში განათლებისა და მეცნიერების ძალიან მნიშვნელოვან ჰაბად ვაქციოთ.

როგორც მოგეხსენებათ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი გახლავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი. საქართველოში ამ რანგისა და მასშტაბის უნივერსიტეტი ვერ იარსებებდა, რომ არა მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედება, რომელიც ერთ მილიარდ ევროს შეადგენს. ეს არის ბრწყინვალე საჩუქარი ჩვენი ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის, საქართველოს აკადემიური სივრცისა და მთელი ქვეყნისათვის.“

მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომდევნო წლებში უნივერსიტეტში გაჩნდება ახალი აკადემიური პროგრამები განათლების სამივე საფეხურისათვის და ყოველი მათგანი მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების აკადემიურ პროგრამებზე იქნება დაფუძნებული. ამჟამად მოქმედი პროგრამები, რომლებიც მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პროგრამების ანალოგს წარმოადგენს, სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიიღონ უმაღლესი დონის განათლება, როგორსაც მათი თანატოლები იღებენ საზღვარგარეთ.

მინისტრმა განსაკუთრებულად გამოყო ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის სამეცნიერო-კვლევითი მხარე და ისაუბრა ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებ, რომელიც რამდენიმე წელიწადში უნივერსიტეტის ბაზაზე დაიწყებს ფუნქციონირებას. ამჟამად სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) მიმდინარეობს ორი ციკლოტრონის დამზადება და აწყობა. ეს პროექტიც მთლიანად დაფინანსებულია ფონდ „ქართუს“ მიერ. მიხეილ ჩხენკელმა საგანგებოდ აღნიშნა, რომ ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე მეთოდებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის, ხოლო მეორე – სამეცნიერო-კვლევით პროცესს. ამგვარი მიდგომა ნათელს ხდის იმ ფაქტს, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში მეცნიერების განვითარებას. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს წამყვანი მკვლევრები ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით უკვე მზად არიან ქართველ მეცნიერებთან ერთად ქუთაისში აწარმოონ სამეცნიერო-კვლევითი პროცესი. შესაბამისად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ადრონული თერაპიის ცენტრი გახდება მსოფლიო მნიშვნელობის აკადემიური და სამეცნიერო კერა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მრჩეველთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღეს საბჭოს წევრებმა: საბჭოს თავმჯდომარემ სებასტიან შმიდტმა, დრეზდენ-როსენდორფის ჰელმჰოლცის ცენტრის (HZDR) სამეცნიერო დირექტორმა (გერმანია), პროფ. რაიმონდ მირალბელმა, ქუირონსალუდის საუნივერსიტეტო კლინიკის პროტონული თერაპიის ცენტრის სამედიცინო მიმართულების დირექტორმა (ესპანეთი), პროფ. ბერნდ ნოიმაიერმა, იულიხის კვლევითი ცენტრის ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორმა (INM-5) (გერმანია), პროფ. რობერტო ორეკიამ, ევროპის ონკოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორმა (იტალია), პროფ. ჯონი შაჰმა, იულიხის კვლევითი ცენტრის ნეირობიოლოგიისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორმა (INM-4) (გერმანია), პროფ. ახიმ შტალმა, RWTH აახენის უნივერსიტეტის პროფესორმა (გერმანია), პროფ. ჰანს შტროერმა, იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორმა (გერმანია) და ზენშო იოშიდამ, ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორმა (იაპონია).

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა