logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: მსურს დავარწმუნო მოსახლეობა და ჯანდაცვის სექტორი, რომ სამედიცინო ჟანგბადით მომარაგების კუთხით სირთულე არ შეიქმნება
ნათია თურნავა: მსურს დავარწმუნო მოსახლეობა და ჯანდაცვის სექტორი, რომ სამედიცინო ჟანგბადით მომარაგების კუთხით სირთულე არ შეიქმნება
14:05 30.11.2020
„პრემიერ-მინისტრისა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, ეკონომიკის სამინისტრო ჩართულია საქართველოში სამედიცინო ჟანგბადის წარმოების სიმძლავრეების გაზრდის ხელშეწყობასა და ასევე მარაგების შექმნის თვალსაზრისით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის ინფორმაციით, პანდემიის შემდეგ ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო ჟანგბადის მოხმარება დაახლოებით სამჯერ არის გაზრდილი და დღეში 80 ტონას აჭარბებს.

„ჩვენ, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ვმუშაობთ, რათა არ შეიქმნას დეფიციტი. მინდა დავარწმუნო მოსახლეობა და ჯანდაცვის სექტორი, რომ სამედიცინო ჟანგბადით მომარაგების კუთხით სირთულე არ შეიქმნება,“ - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, დღეს არსებული სიმძლავრეები იზრდება, კერძოდ - პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სამინისტრო დაეხმარა ჟანგბადის რამდენიმე წარმოებას, რათა თავის პოტენციურ სიმძლავრეებზე გასულიყო, ახალი დანადგარები დაემონტაჟებინა, ან მწყობრიდან გამოსული შეეკეთებინა, შედეგად კი სამედიცინო ჟანგბადის ადგილობრივი წარმოება მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„დავინახეთ რა ამის საჭიროება, მთავრობასთან შეთანხმებით, ოპერატიულად შევიძინეთ თურქეთის ერთ-ერთ ქარხანაში ჟანგბადის დიდი სიმძლავრის 10 გენერატორი თავისი კომპრესორით. თითოეული დღეში 1 ტონა ჟანგბადს აწარმოებს. აქედან ორი დანადგარი უკვე ჩამოვიდა საქართველოში და დამონტაჟდა რუხის კლინიკაში, სადაც ეს პრობლემა პრაქტიკულად გადაჭრილია. 17 დეკემბერს ველოდებით, რომ კიდევ 6 დანადგარი შემოვა თურქეთიდან და უკვე წინასწარ ვიცით, რომ აქედან 3 დამონტაჟდება ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და კიდევ სამი, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, დამონტაჟდება თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც ეს პრობლემა იქნება ასევე გადაჭრილი. დარჩენილი დანადგარები, როდესაც ჩამოვა, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, სხვადასხვა კლინიკებში გადანაწილდება. გარდა ამისა, ჩვენ ხელი შევუწყეთ კერძო კლინიკებს, თავადაც შემოეტანათ ასეთი დანადგარები და გაეზარდათ სამედიცინო ჟანგბადის სიმძლავრეები,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, კოვიდ-ის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კლინიკების სამედიცინო ჟანგბადით მომარაგება. „ჟანგბად-დამოკიდებული პაციენტების მკურნალობის დროს ჟანგბადით მომარაგება სრულადაა გადაწყვეტილი და ამ მხრივ, დეფიციტი არ იქნება. ასევე მე სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ჟანგბადზე გაზრდილი მოთხოვნიდან, 80 - ზე მეტი ტონიდან, დღეში პრაქტიკულად 90 პროცენტი უკვე ადგილობრივი წარმოებით იფარება. ეს არის ადგილობრივი წარმოების სამედიცინო ჟანგბადი,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის დავალებით, ეკონომიკის სამინისტრო პერიოდულად ერთვება იქ, სადაც ამის საჭიროება არის და შეგვიძლია ადგილობრივი წარმოებით გადავწყვიტოთ პრობლემა. „პირველ ეტაპზე, იყო პირბადეები. როდესაც მთელს მსოფლიოში პირბადეების დეფიციტი იყო, ჩვენ არ ვაგრძნობინეთ მოსახლეობას პირბადეების დეფიციტი და დავეხმარეთ საწარმოებს, აეწყოთ როგორც პირბადეების, ასევე სადეზინფექციო ხსნარების და სხვა აუცილებელი პროდუქციის ადგილობრივი წარმოება. დღეს ეს არის ადგილობრივი ჟანგბადით მომარაგება,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა