logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
"მთავარ არხს" სიცრუის გავრცელებაში ამჯერად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ადანაშაულებს
"მთავარ არხს" სიცრუის გავრცელებაში ამჯერად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ადანაშაულებს
13:20 30.11.2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შემდეგ ტელეკომპანია "მთავარი არხი" სიცრუის გავრცელებაში დღეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომაც დაადანაშაულა.

უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"გუშინ, 29 ნოემბერს, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერით გარდაცვალების რეგისტრაციის პროცედურის შესახებ დეზინფორმაცია გავრცელდა.

ერთ-ერთ გადაცემაში წაიკითხეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც მოქალაქე ლ. ჩ. წერდა, რომ ვერ ახერხებდა გარდაცვლილი მამის დაკრძალვას, რადგან არ მუშაობდა იუსტიციის სახლი და ვერ მიიღებდა გარდაცვალების მოწმობას. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განმარტავს, რომ ინფორმაცია მოქალაქე ლ. ჩ.-ს მამის გარდაცვალების შესახებ სააგენტოში 28 ნოემბერს ერთ-ერთი საავადმყოფოდან შემოვიდა და მონაცემთა ბაზაში ფაქტი მყისიერად, იმავე დღეს აისახა. ოჯახს გარდაცვალების მოწმობის მისაღებად სააგენტოსთვის 29 ნოემბრის ჩათვლით არ მოუმართავს.

აღსანიშნავია, რომ გარდაცვალების მოწმობის ასაღებად სააგენტოში გარდაცვლილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა აუცილებელი არ არის – მიმდინარე წელს ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე და მომხმარებელთა სერვისებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო მეტად გაზრდის მიზნით იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა" და თბილისის მერიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, შპს „ჰერმესი“ გარდაცვლილი პირის შესახებ ინფორმაციას ვებსერვისით ონლაინ რეჟიმში იღებს. შესაბამისად, გარდაცვალების მოწმობის მატერიალური სახით წარდგენის აუცილებლობა აღარ არსებობს და გარდაცვლილის ახლობლებს აღარ სჭირდებათ იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში მისვლა დოკუმენტის ასაღებად.

ამ პროცედურების განმარტებით მიზნით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ინფორმაციის გავრცელებისთანავე დაუკავშირდა ქალბატონ ლ. ჩ.-ს, რომელსაც სააგენტოს მიმართ უკმაყოფილება არ გამოუთქვამს.

სააგენტო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ გარდაცვალების პირველად მოწმობზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელია ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით. სამუშაო დღეებში, ორშაბათიდან პარასკევამდე სერვისის მიღება ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშეა შესაძლებელი. რაც შეეხება არასამუშაო დღეებს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში „COVID 19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით იუსტიციის სახლის ფილიალები და საზოგადოებრივი ცენტრები შაბათ-კვირას აღარ მუშაობენ. ისეთი სერვისების გაცემა, რომლებიც მოქალაქეებს ხშირად გადაუდებლად სჭირდებათ, დისტანციურადაა შესაძლებელი. კერძოდ, დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო შაბათ-კვირას ელექტრონული ფორმით გასცემს. ამისათვის დაინტერესებულმა პირმა განაცხადი უნდა გააკეთოს ელექტრონულ პორტალზე – my.gov.ge ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე – sda.gov.ge და მიჰყვეს ინსტრუქციას.
დისტანციური მომსახურების შესახებ მომხმარებელს კონსულტაციის მიღება შეუძლია ცხელი ხაზის – 032 2 40 10 10 ან სკაიპის – sda.gov.ge საშუალებით. მომხმარებელი დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობის ელექტრონული ასლის ჩამოტვირთვას შეძლებს პორტალის – my.gov.ge ან სააგენტოს ვებგვერდის – sda.gov.ge საშუალებით, მზა დოკუმენტს კი ფოსტის მეშვეობით მიიღებს" - ნათქვამია განცხადებაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა