logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველო ევროპელ მკვლევართა ღამეს წელს პირველად შეუერთა
საქართველო ევროპელ მკვლევართა ღამეს წელს პირველად შეუერთა
12:09 28.11.2020
პროექტით „მეცნიერება კაპიტანია“ საქართველო წელს პირველად შეუერთდა ევროპელ მკვლევართა ღამეს და ისტორიაში პირველად გამოჩნდა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და „ჰორიზონტი 2020“ პროგრამის ასოცირებული ქვეყნების მასშტაბით სინქრონულ რეჟიმში მიმდინარე ღონისძიებების რუკაზე.

27 ნოემბერს პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ მთავარი ღონისძიება გაიმართა, სადაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ქვეყანაში COVID-19-ის ზედამხედველობასა და მართვაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვა და მადლობის სიგელი NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილეს პაატა იმნაძეს გადასცა.

მიხეილ ჩხენკელი: „ევროკავშირის ეგიდით გაიმართა უაღრესად მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა მეცნიერებას, დიდი მადლობა მინდა გადავიხადო ევროკავშირს, საქართველოში მეცნიერების მხარდაჭერისთვის. ეს ღონისძიება ახალ ასპარეზს უქმნის ჩვენს მეცნიერებს ერთობლივი პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. მეცნიერების განვითარება უაღრესად მნიშნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის, პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მკაფიოდ გამოჩნდა მისი სასიცოცხლო მნიშვნელობა.
ღონისძიების ფარგლებში ჩვენ დავაჯილდოვეთ ლუგარის ცენტრის მკვლევარი მეცნიერები, ექიმები. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უღრმესი მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს მათი თავდადებული შრომისათვის. ისინი უხილავი ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებიან და ჭეშმარიტად წარმოადგენენ თანამედროვეობის გმირებს“.

ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ ის მკვლევრები და მეცნიერები, რომლებიც „ჰორიზონტი 2020“-ის სხვადასხვა საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ. მათ შორის: ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი; სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი; ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“; საქართველოს ლანდშაფტის არქიტექტორთა ასოციაცია (GALA);

27-28 ნოემბერს პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ძირითადი ღონისძიებები, ფართომასშტაბიანი, მრავალდარგობრივი, შემეცნებითი, სახალისო, კულტურული, სპორტული აქტივობები, თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ახალციხესა და ზუგდიდში დისტანციურად ტარდება.
„მეცნიერება კაპიტანია“ მეცნიერების, როგორც საზოგადოების ყველა ფენის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილის, წარმოჩენასა და საქართველოს ფართო საზოგადოებაში მეცნიერების პოპულარიზაციას ემსახურება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მიერ წარდგენილმა პროექტმა „მეცნიერება კაპიტანია“ ევროკავშირის პროგრამის “Horizon 2020” მარი სკლოდოვსკაია-კიურის (MSCA) კონკურსზე „ევროპელ მკვლევართა ღამე“ გამარჯვება მოიპოვა. აღნიშნული კონკურსი 2005 წლიდან მხარს უჭერს მეცნიერებისა და ინოვაციების პოპულარიზაციას ფართომასშტაბიანი ღონისძიებების მეშვეობით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა