logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მამუკა ტუსკაძე: პირებს, რომლებიც კახა კალაძის უკანონო გადაწყვეტილების მსხვერპლნი არიან, უფასო იურიდიულ დახმარებას გავუწევთ
მამუკა ტუსკაძე: პირებს, რომლებიც კახა კალაძის უკანონო გადაწყვეტილების მსხვერპლნი არიან, უფასო იურიდიულ დახმარებას გავუწევთ
21:31 26.11.2020
„ადამიანებს, რომლებიც თბილისის მერის, კახა კალაძის უკანონო, ზეპირი გადაწყვეტილების მსხვევრპლნი არიან, პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ უფასო იურიდიულ მხარდაჭერას და მათი კონსტიტუციური უფლებების აღდგენას სთავაზობს“ - ამის შესახებ მოძრაობის ლიდერმა, მამუკა ტუსკაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, კალაძემ ქვეყნის კონსტიტუციისა და სხვა კანონმდებლობის უხეში დარღვევით, ფეხქვეშ გათელა ადამიანების უფლება, ჰქონდეთ საცხოვრისი.

„თბილისის მერმა გამოაცხადა, რომ ყველა იმ ადამიანს, ვისაც უკანონოდ აქვს აშენებული საცხოვრისი მიწებზე, რომლებიც ახლა სახელმწიფო საკუთრებაშია, სახლები უნდა დაენგრეს. და ეს უნდა გაკეთდეს ყოველგვარი მოკვლევის გარეშე. ეს იმას ნიშნავს, რომ არავინ დაინტერესდება, ვინ, რატომ და როდის ააშენა შენობა, აქვს თუ არა მას სხვა საცხოვრისი, აქვს თუ არა რამე სხვა ინტერესი, ცხოვრობს თუ არა მოცემულ ნაგებობაში და ა.შ. მერმა უბრალოდ გამოაცხადა, რომ ყველა სახლი უნდა დაინგრეს.“ - აღნიშნა მამუკა ტუსკაძემ.

მისივე განმარტებით, არსებობს შენობა-ნაგებობები, რომელიც მართლა დასანგრევია, თუმცა არსებობს ხალხი, რომლის საქმეც აღიარებითმა კომისიამ უნდა განიხილოს და რეალური საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საჯარო რეესტრმა საკუთრება მფლობელს დაუკანონოს.

„ასე არ ხდება, ბატონო მერო! ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა საკუთარი მოქალაქეების უფლებების დაცვა. მეც კარგად ვიცი, რომ არის ადგილები, სადაც შენობა-ნაგებობები ნამდვილად უნდა დაინგრეს. ეს ის შემთხვევებია, როდესაც ადამიანებმა მეექვსე, მეშვიდე სახლი ააშენეს. მაგრამ მეორე მხრივ, სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ადამიანების უსახკლაროდ დატოვება ასე უსამართლოდ, ყოველგვარი გამოკვლევებისა და სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე არ უნდა მოხდეს.

გვინდა, შევთავაზოთ ხელისუფლებას, გამოაცხადოს გარკვეული მორატორიუმი. ჩვენ მზად ვართ, ჩავერთოთ პროცესში და გავმიჯნოთ ის სახლები, რომლებიც მართლა დასანგრევია იმ შენობებისგან, რომლის დანგრევაც არ შეიძლება, გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანები იქ ცხოვრობენ და ეს მათი ერთადერთი საცხოვრისია. ასეთ ადამიანებს ხელი უნდა შევუწყოთ, გავიტანოთ მათი საქმე აღიარებით კომისიაზე და დავუკანონოთ საცხოვრებელი, ან მოვძებნოთ სხვა გამოსავალი, რომ ადამიანები არ დავტოვოთ ქუჩაში. ბუნებრივია, მანამდე ყველაფერი უნდა გამოვიკვლიოთ. დღესაც მოქმედებს კანონი, რომლის საფუძველზეც ხდება უკანონოდ მიტაცებული მიწებისა და იმ შენობა-ნაგებობების დაკანონება, რომელიც აშენებულია 2010 წლამდე. ვფიქრობ, შესაძლებელია, თარიღის გადაწევა 2015 წლამდე. თითოეული საქმის შესწავლა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მართლა სხვა ინტერესების გამო აქვთ აშენებული ნაგებობები, აღსრულება უნდა მოხდეს პროცედურების სრული დაცვით, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ყველა ინსტანციის გავლით. ასეთია სამართლებრივი სახელმწიფო.

ახლა, როდესაც ასე ხელაღებით ხდება ზეპირი განკარგულების გაცემა, გვიჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ეს ვიღაცის ბიზნესინტერესია. ვიღაცას სურს, გათავისუფლდეს ტერიტორიები მათი სამშენებლო ბიზნესის საწარმოებლად. და თქვენ კარგად იცით, ბატონო მერო, ვისი სახელი ასოცირდება სამშენებლო ბიზნესთან. არ დავასახელებ იმ ადამიანებს რომლებიც აღნიშნულ ბიზნესში მონოპოლისტები არიან. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო იმ ხალხს, ვინც ამ განკარგულებით დაზარალდება, დაგვირეკონ, ან მობრძანდნენ ჩვენი პოლიტიკური მოძრაობის ოფისში, გაგვაცნონ მათი მდგომარეობა და უსასყიდლოდ მიიღონ ჩვენგან იურიდიული მომსახურება“ - აღნიშნა მამუკა ტუსკაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა