25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო
დღეა.
ისრაელის საელჩო უერთდება გაეროს კამპანიას “Orange the World", რომლის მიზანია ამ მტკივნეულ საკითხზე ცნობიერების ამაღლება და რომელიც 16 დღე გრძელდება.
"ჩვენ გვჯერა, რომ ძალადობასთან ბრძოლაში უმნიშვნელოვანესია მისი მწვავე ფორმით არსებობის აღიარება და მის წინააღმდეგ ხმის ამაღლება.
მადლობა LashaFox-ს და მის გუნდს შთამბეჭდავი ნამუშევრისთვის, რომელიც თავისმხრივ დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე (წყარო - ხმა მდუმარეთა, 2011 წ.)
და განსაკუთრებული მადლობა Kristi Kipshidze-ს, რომ მხარი დაგვიჭირა ამ მნიშვნელოვანი საკითხის პოპულარიზაციაში" - აცხადებენ საელჩოში.

















