logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: მთავარი მიზანია ჩვენი ქვეყნის შეზღუდული რესურსები მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ, რომ მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას და ამავდროულად მაქსიმალური შედეგი მივიღოთ ეპიდემიის გავრცელების შენელების თვალსაზრისით
გიორგი გახარია: მთავარი მიზანია ჩვენი ქვეყნის შეზღუდული რესურსები მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ, რომ მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას და ამავდროულად მაქსიმალური შედეგი მივიღოთ ეპიდემიის გავრცელების შენელების თვალსაზრისით
15:00 26.11.2020
მოგეხსენებათ, რომ სადღაც სექტემბერში ჩვენი ბალანსის კიდევ ერთი დამატებითი მდგენელი გაჩნდა. ეპიდემიასთან, ჩვენი მოსახლეობის და ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებთან ერთად, რა თქმა უნდა, მესამე ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩაერთო, რაც გახლავთ პოლიტიკური პროცესი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პოლიტიკური პროცესის ამ ბალანსში დამატებით მდგენელად ჩართვის პირობებში, მთავრობას გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა მოუწია.

„პოლიტიკური პროცესის ამ ბალანსში დამატებით მდგენელად ჩართვის პირობებში, ჩვენ გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა მოგვიწა და ეს კომპრომისები იყო განსაზღვრული იმ დემოკრატიული პროცესის განვითარებით ქვეყანაში, რამაც მიგვიყვანა არჩევნების პირველ ტურამდე, მეორე ტურამდე და შემდეგ რა თქმა უნდა გამოხატვის იმ თავისუფლებამდე, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა დაადასტურეს და დააფიქსირეს რამდენჯერმე ჩვენი ქვეყნის და ქალაქების სხვადასხვა ქუჩებში. დღეს ჩვენი, საქართველოს მთავრობის, ჩვენი მოქალაქეების, ექიმების, ყველას ამოცანა გახლავთ, რომ ჩვენ საქართველო უნდა დავუბრუნოთ შედარებით ისე მაჩვენებლებს, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, როგორიც გვქონდა აგვისტომდე და მოგეხსენებათ, რომ საქართველო ამ, პერიოდში ეპიდემიის მართვის თვალსაზრისით იყო ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა. ჩვენ ეს ვალდებულება არ გვაქვს, ყველაფერთან ერთად ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა ჩვენი ეკონომიკის სწრაფი აღდგენის პერსპექტივის შენარჩუნებისთვის, რაც ჩვენ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს არსენალში არის რამდენიმე ინსტრუმენტი და ეს ინსტრუმენტები ყველას კარგად გვესმის რაც არის, ეს გახლავთ პირველ რიგში - სრული „ლოქდაუნი“, მეორე ოფცია გახლავთ - არაფერს ვაკეთებთ და ვაგრძელებთ ცხოვრებას ისე, როგორც ვაგრძელებთ, ისე როგორც დღეს ვცხოვრობთ და მესამე ოფცია გახლავთ - უფრო ეფექტური წერტილოვანი შეზღუდვების შემოღება. წერტილოვანი შეზღუდვების შემოღებაზე როცა ვსაუბრობთ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მთავარი მიზანია ჩვენი ქვეყნის შეზღუდული რესურსები მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას და ამავდროულად მაქსიმალური შედეგი მივიღოთ ეპიდემიის გავრცელების შენელების თვალსაზრისით. რა არის აქ პრინციპული და სისტემური სხვაობა პირველ ტალღასთან შედარებით. როდესაც ჩვენ პირველი ტალღის შეზღუდვები დავაწესეთ, მაშინ არავის მსოფლიოში წარმოდგენა არ ჰქონდა, ეს რამდენ ხანს გაგრძელდებოდა. ჩვენ დღეს რაზეც ვისაუბრეთ, ეს არის საქართველოს მთავრობის 2-თვიანი კონკრეტული გეგმა, კონკრეტული თარიღებით და კონკრეტული ღონისძიებებით. ეს გეგმა გახლავთ დისკუსიის შედეგად შედგენილი კონკრეტული გეგმა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ფართო საზოგადოება, ამიტომ გახდა ეს გეგმა გუშინ ასე ხელმისაწვდომი ინტერნეტ-რესურსებში, როდესაც უბრალოდ ამ პროცესში მონაწილეობას იღებდა როგორც ბიზნესი, ისე ექიმები, ისე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, საერთაშორისო ექსპერტები, ბევრი ადამიანი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო მრჩევლებიც,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა