logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში სამოქალაქო კლინიკიდან დაბრუნებულ ხუთ მსჯავრდებულს covid-19 აღმოაჩნდა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში სამოქალაქო კლინიკიდან დაბრუნებულ ხუთ მსჯავრდებულს covid-19 აღმოაჩნდა
20:15 25.11.2020
covid-19 აღმოაჩნდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში (N10 დაწესებულების ბაზაზე არსებული საკარანტინო სივრცე) სამოქალაქო სექტორის კლინიკიდან დაბრუნებულ ხუთ მსჯავრდებულს. მოცემული პირები პენიტენციური დაწესებულებებიდან სამოქალაქო კლინიკაში სტაციონარული მომსახურების (ოპერაცია, კონსერვატიული მკურნალობა და ა.შ.) მიღების მიზნით იყვნენ გადაყვანილები.

"პენიტენციურ სისტემაში მოქმედი სამედიცინო პროტოკოლის შესაბამისად, სტაციონარული წესით კლინიკაში გადაყვანის და შესაბამისი სამედიცინო სერვისების მიღების შემდეგ პატიმრები გადიან PCR ტესტირებას და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში თავსდებიან N10 დაწესებულების ბაზაზე არსებულ საკარანტინო სივრცეში, სადაც ატარებენ 12-დღიან საკარანტინო პერიოდს.

ამ დროის გასვლის შემდეგ კვლავ მოწმდებიან PCR ტესტით და მხოლოდ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში უბრუნდებიან სასჯელის მოხდის ადგილს, რათა არ მოხდეს პენიტენციურ დაწესებულებაში ვირუსის შეტანა.

ზემოთხსენებულმა პირებმაც კლინიკაში რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ, მოცემული წესის შესაბამისად, გაიარეს PCR ტესტირება 4-5 დღის ბოლოს (ტესტების პასუხი იყო უარყოფითი), რის შემდეგაც მოთავსდნენ პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში. თუმცა, საკარანტინო სივრცეში 12-დღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ კვლავ გაიარეს PCR ტესტირება, რომლის პასუხებიც დადებითი აღმოჩნდა.

ინფიცირებული პირები კვლავ იქნენ გადაყვანილნი სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ კლინიკაში ისე, რომ სასჯელის მოხდის ადგილას დაბრუნებულნი არ ყოფილან.

ინფიცირებულების მდგომარეობა სტაბილურია (ისინი არიან უსიმპტომო პაციენტები). სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მათზე კონტროლი განხორციელდება ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით, რათა არ იყოს ამ პატიმრებთან ესკორტის ოფიცრების ყოფნის საჭიროება. რაც შეეხება ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ დაწესებულების თანამშრომლებს, ისინი ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით (პირბადე, ფარი, ხელთათმანები და ა.შ.) აღჭურვილები არიან. ამასთან, ყაზარმულ რეჟიმში მუშაობენ და დაწესებულებაში შესვლამდე PCR ტესტირებას გადიან, ხოლო 23 ოქტომბრიდან ამოქმედებული ახალი სამედიცინო პროტოკოლის თანახმად, დამატებით კვირაში ერთხელ გადიან PCR ტესტირებას, ყოველ 72 საათში ერთხელ კი სწრაფი ტესტით მოწმდებიან. საკნებს, სადაც ინფიცირებული პირები იმყოფებოდნენ, არაგეგმიური დეზინფექცია ჩაუტარდა (გეგმიურად დეზინფექცია დაწესებულებებში პერიოდულად ტარდება)" - აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა