logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს სიტყვით მიმართა
მიხეილ ჩხენკელმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს სიტყვით მიმართა
10:18 25.11.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მინისტრმა საერთაშორისო პარტნიორებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა სან დიეგოს უნივერსიტეტის პრეზიდენტსდა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტის მოადგილეს საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის.

მიხეილ ჩხენკელი: „ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია. სულ ახლახან ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტმა კიდევ უფრო განამტკიცა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა. ამ ნაყოფიერი თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითია საქართველოში განათლებისა და მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ხელშეკრულება და SDSU-საქართველოს საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამები.

საქართველოს მთავრობასა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას შორის თანამშრომლობის შედეგად წელს, რეგიონში პირველად, თსუ-ს ორმა საბაკალავრო პროგრამამ მიიღო ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) აკრედიტაცია, რაც ძალიან დიდი მიღწევაა საქართველოს აკადემიური სივრცისთვის. ამასთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აგრძელებენ ABET-ის აკრედიტაციის სტანდარტების მიხედვით შემუშავებული სტრატეგიის განხორციელებას და ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე ისინიც შეძლებენ სტუდენტების მიღებას საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამებზე.“

მინისტრმა აღნიშნა, რომ SDSU-საქართველოს აკადემიური პროგრამები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს აბიტურიენტებში და უნივერსიტეტს არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს, მათგან 61% უკვე დასაქმებულია, ხოლო 39%კი სწავლას მაგისტრატურის საფეხურზე საზღვარგარეთ აგრძელებს.

მრჩეველთა საბჭოს შეხვედრას სან დიეგოს უნივერსიტეტის პრეზიდენტი და რექტორი ადელა დე ლა ტორე და სალვატორ ჰექტორ ოჩოა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტის მოადგილე ჯონათან ბრუკსი, აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების ოფიცერი ქეთრინშვეიცერი, ათასწლეულის ფონდი საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, სან დიეგოს უნივერსიტეტის საქართველოს ფილიალის დეკანი ჰალილ გუვენი და SDSU-ს პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი ზედანია და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე ესწრებოდნენ.

საბჭოს წევრებმა SDSU-საქართველოს საქმიანობის შედეგები შეაჯამეს, სახელმწიფო უნივერსიტეტებში მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) მიმართულებით საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამების განხორციელების საკითხზე იმსჯელეს და ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობის გაღრმავების გზები, ასევე, სტუდენტების დასაქმების პერსპექტივები განიხილეს.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ფილიალი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის დაფინანსებით, მაღალი ხარისხის ტექნოლოგიურ და საინჟინრო ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებს 2015 წლიდან ახორციელებს. SDSU-სთან თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს სამ პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს, ეძლევა შესაძლებლობა, მოიპოვოს აკრედიტაცია და თავად განახორციელოს საერთაშორისოდ აღიარებული პროგრამები მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) დარგებში.

აღსანიშნავია, რომ თსუ გახდა პირველი უნივერსიტეტი ABET-ის ისტორიაში, რომელმაც პირველივე ჯერზე მიიღო ამერიკული აკრედიტაცია შემდეგ პროგრამებზე: ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია და კომპიუტერული მეცნიერებები.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა