გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“
სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს.
შიდა ქართლში, ძევერა-შერთულის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, დანალექი გრუნტისა და მცენარეული საფარისაგან მაგისტრალური არხის ერთ-ერთი წყალგამანაწილებლის 3 კილომეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.
ექსპლუატაციის პროგრამით გატარებული ღონისძიებების შედეგად, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რის შემდეგაც სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი 650 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.
აღდგენილი საირიგაციო სისტემით გორის მუნიციპალიტეტის 4 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს (ძევერა, შერთული, კარალეთი და გარეჯვარი).

















