შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში
სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერებულია. - ოქტომბრის თვის პროდუქტების ნაშთი უკვე გადავეცით 20 უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახს. რაც შეეხება ნოემბრის თვის პროდუქტებს, რაციონით გათვალისწინებულ რაოდენობას თითოეულ ბავშვი მიიღებს“- განაცხადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ეკატერინე გუჯაბიძემ.
საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის აღდგენა 1-ლი დეკემბრისთვის იგეგმება.

















