logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბათუმში ქართულ-ამერიკული აკადემიის მშენებლობა დაიწყო
ბათუმში ქართულ-ამერიკული აკადემიის მშენებლობა დაიწყო
12:47 16.11.2020
ბათუმში ქართულ-ამერიკული აკადემიის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. სიმბოლური კაფსულა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან და სკოლის გენერალურ დირექტორთან ნინო ჩიკვაშვილთან ერთად ჩააგდო.

,,ბათუმში აქტიურად შენდება და ძალიან მალე დასრულდება განათლების და მეცნიერების ქალაქი. ბოლო ერთი თვის განმავლობაში საფუძველი ჩავუყარეთ კავკასიის უნივერსიტეტის მშენებლობასაც. დღეს გამორჩეული დღეა, ვინაიდან საფუძველი ჩაეყარა საერთაშორისო ქართულ-ამერიკული აკადემიის მშენებლობას, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენს ქალაქში, რეგიონში ყველას ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ხარისხიან განათლებაზე, როგორც სკოლამდელი, ასევე წინა საუნივერსიტეტო პროგრამების თვალსაზრისით.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოსწავლეები, ჩვენი ახალგაზრდები იმ ხარისხის მიხედვით იღებდნენ განათლებას, რაც მათ გახდის კონკურენტუნარიანს როგორც ქვეყნის, ასევე საერთაშორისო და გლობალურ ბაზრებზე.

განსაკუთრებით მახარებს კერძო სექტყორის აქტიურობა, მათი დაინტერესება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით, რაც ასევე მნიშვნელოვანია. ბათუმი ვითარდება არა მხოლოდ სამშენებლო ტურისტული მიმართულებით, არამედ განათლებასაც დიდი ყურადღება და რესურსი ეთმობა“ - განაცხადა თორნიკე რიჯვაძემ.

ქართულ-ამერიკული აკადემია, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების აუდიტორიებით, სპორტდარბაზებით, კაფეტერიებითა და ლაბორატორიებით, 2021 წელს გაიხსნება. განხორციელდება 10 მილიონი ლარის ინვესტიცია. აკადემია 800-მდე მოსწავლეს მიიღებს და მათ უმაღლესი ხარისხის ეროვნულ და ამერიკულ განათლებას შესთავაზებს.

აღნიშნულ პროექტს სკოლა „პროგრესი“ შპს „ანაგი განათლებასთან“ ერთად განახორციელებს. ეს იქნება პირველი ქართულ-ამერიკული საერთაშორისო აკადემია დასავლეთ საქართველოში სკოლამდელი, დაწყებითი, საბაზო, საშუალო განათლებისა და წინასაუნივერსიტეტო პროგრამებით. აკადემიას ასევე ექნება ამერიკული საატესტატო-სადიპლომო უმაღლესი სკოლა მათთვის, ვისაც სურს ამერიკული საერთაშორისო ატესტატის აღება და სწავლის გაგრძელება საერთაშორისო კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში.

პროგრამა აკრედიტირებულია ამერიკის სააკრედიტაციო სააგენტოს "AdvancED"-ის და "უმაღლესი სასწავლებლების საბჭოს" მიერ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა