ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების აქციის მონაწილეები მოუწოდებენ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებსა და
სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეუერთდნენ მათ პროტესტს და უნივერსიტეტში არსებულ უსამართლობაზე დამოკიდებულება ღიად დააფიქსირონ.
აქციის მონაწილეებმა მოწოდება სტუდენტური თვითმმართველობის წევრებსაც გააცნეს.
როგორც თვითმართველობის ერთ-ერთმა წევრმა ლევან ჩოხელმა სტუდენტებს განუცხადა, თვითმმართველობა პროტეტსის ამ ფორმას არ შეუერთდება.
სტუდენტები მოითხოვენ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პედაგოგების დაბრუნებას, სწავლის საფასურის შემცირებას, ასევე, პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან თავის შეკავებას.
სტუდენტები აქციის გამართვას დღეს უნივერსიტეტის პირველ, მეორე და მეექვსე კორპუსებთან გეგმავენ.

















